კრისტიან ტერეში: თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები , მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ეს ამტკიცებს , რომ თქვენთან დემოკრატიაა

კრისტიან ტერეში: თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები , მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ეს ამტკიცებს , რომ თქვენთან დემოკრატიაა

access_time2020-01-22 18:05:46


თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები , მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ეს ამტკიცებს , რომ თქვენთან დემოკრატიაა „დასანანია, რომ ბევრი ევროპარლამენტარი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს - განაცხადა ეურონესტის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერეშმა.


„მე არ ვარ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. მე არ ვესწრებოდი სხდომას, მაგრამ რა თქმა უნდა მივიღე ინფორმაცია გუშინდელი მსჯელობის შესახებ. გული დამწყდა, თუ როგორ იყო საქართველოს საკითხი განხილული. მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებს.

ისინი არიან პოლიტიკოსები. ჩემთვის დასანანია ვთქვა, რომ ბევრი მათგანი ამ შესაძლებლობას - სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს. ეს ხდება მგრძნობიარე თემების და დეტალების გათვალისწინების გარეშე. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებს და ევროპარლამენტარებსაც აუცილებლად ვეტყვი“ - განაცხადა ტერეშმა.


მისი თქმით, საქართველომ რეფორმების გრძელი გზა გაიარა, მიაღწია პროგრესს და ამას არავინ უარყოფს.


„არ ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის გამოიყენოს საქართველო როგორც ბრძოლის ველი და დააგროვოს პოლიტიკური ქულები ბრიუსელში.ქართველი ხალხისთვის და ევროპარლამენტარებისათვის, ევროკომისიისთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ წლების მანძილზე საქართველომ რეფორმების გრძელი გზა გაიარა, მიაღწია პროგრესს და ამას არავინ უარყოფს.საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო, ძლიერი პარტნიორია და ამას ვერავინ უარყოფს. ძლიერი პარტნიორია არამარტო ევროკავშირისთვის, არამედ ნატოსთვის.თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და ეს ამტკიცებს, რომ თქვენთან დემოკრატიაა. ყველა რომ ყველაფერზე თანხმდებოდეს ეს დემოკრატია აღარ იქნებოდა. ეს რუსეთში ხდება. ეს საკითხები, რაც შიდა დაპირისპირებებს ეხება უნდა გადაწყდეს ქვეყნის შიგნით. არცერთი პოლიტიკური ლიდერისთვის მიზანშეწონილი არ არის, ჩამოვიდეს, ლექციები წაგიკითხოთ, გააკრიტიკონ ქვეყანა და არ იცოდნენ რეალურად რა ხდება. თქვენ გაქვთ შესანიშნავი ქვეყანა, ხართ არაჩვეულებრივი ხალხი და იამაყეთ საქართველოთი, იბრძოლეთ იმისთვის, რომ იყოს უფრო და უფრო ძლიერი“ - განაცხადა კრისტიან ტერეშმა.





„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-26 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ისრაელიდან ტურისტული ჯავშნების გაუქმების ტალღაა მოსალოდნელი კორონავირუსის საფრთხის გამო ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანის შეჩერებას ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებლები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები...

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის

87 906 811 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ბათუმის მერიასა და „სანდასუფთავებას“ შორის
access_time2020-02-26 19:50:03
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის,...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...


მსგავსი სიახლეები

up