ევროპარლამენტარები საქართველოს შენგენის ზონაში გაწევრიანების რეკომენდაციით გამოდიან

ევროპარლამენტარები საქართველოს შენგენის ზონაში გაწევრიანების რეკომენდაციით გამოდიან

access_time2017-09-13 18:09:00

ევროპარლამენტარები საქართველოს შენგენის ზონაში გაწევრიანების რეკომენდაციით გამოდიან, - ამის შესახებ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის შესახებ მომზადებული ანგარიშის მომხსენებელმა, ლაიმა ანდრიკიენემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ევროპარლამენტი გამოდის რეკომენდაციით, ამ ქვეყნების შენგენის ზონაში ინტეგრაცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერს დასჭირდება დრო, თუმცა ამ დროის განმავლობაში საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, მოახდინოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. თუმცა, ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, საქართველო გახდება შენგენის ზონის წევრი. ყველაფერი თქვენს სურვილზე, მონდომებასა და რეფორმებზეა დამოკიდებული. შეიძლება, ეს მოხდეს 10 წელიწადში ან უფრო ადრე“, - ამბობს ანდრიკიენე.

 


მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები და დაუახლოვდეს ევროკავშირს, რათა სხვა ევროპულ პროგრამებსა და ინიციატივებშიც ჩაერთოს. მათ შორის, ანდრიკიენემ ევროკავშირის საბაჟო კავშირიც დაასახელა. ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პირველი განხილვა სტრასბურგში 14 სექტემბერს გაიმართება. 

 

1tv.ge

 



ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე

ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე
access_time2020-09-28 11:00:13
 „ვფიქრობ, რომ უახლოეს პერსპექტივაში კაპიტალის ბაზარი  არ განვითარდება.  ადამიანები მაინც  ენდობიან ბანკში ფულის განთავსებას და იქიდან სტაბილურ შემოსავალს, მცირეს მაგრამ მაინც,   ვიდრე იმის გარისკვას, რომ ბიზნესი ან აქცია  შეიძინონ,...

გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს

გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს
access_time2020-09-27 18:00:55
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც მისი თქმით, „ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული გეგმის...

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
access_time2020-09-27 15:22:10
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ...

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 3-ჯერ იზრდება - რამ განაპირობა პროდუქტზე მოთხოვნა

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 3-ჯერ იზრდება -  რამ განაპირობა პროდუქტზე მოთხოვნა
access_time2020-09-27 20:00:35
საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი წელს 3-ჯერ გაიზრდება. როგორც შპს „ნადი გრუპის“ ხელმძღვანელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თუ შარშან იტალიაში 15 ტონა პროდუქტი გავიდა, წელს დეკემბერში 45 ტონამდე იქნება. მისი თქმით, მოთხოვნის ზრდა,...

არტ შემოდგომა ამბასადორი კაჭრეთში - პირველად საქართველოში ციფრული თეატრის დღეები სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება

არტ შემოდგომა ამბასადორი კაჭრეთში - პირველად საქართველოში ციფრული თეატრის დღეები სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება
access_time2020-09-27 10:30:29
  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერ კიდევ მარტში დახურული თეატრების კარი ამ დრომდე დაკეტილია. მსახიობებს რეალიზაციის საშუალება არ აქვთ, მაყურებლებს და გულშემატკივრებს კი კულტურული ღონისძიების დანაკლისი გაუჩნდათ.   სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთი მუდმივად ცდილობს სპორტისა და ხელოვნების ხელშეწყობას, ამიტომ 1 ოქტომრიდან 17 ოქტომბრამდე ციფრული თეატრს უმასპინძლებს.   „ჩვენ მუდმივად ვართ ჩართული კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობაში,...


მსგავსი სიახლეები

up