ევროპარლამენტარები - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი უნდა შეწყდეს

ევროპარლამენტარები - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი უნდა შეწყდეს

access_time2020-08-07 23:55:26

რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ოკუპირებულ რეგიონებში შეუფერხებლად წვდომის საშუალება მისცეს. შეწყდეს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი და დასრულდეს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევა ამ რეგიონებში, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდისა და საქართველოს საკითხზე მომხსენებლის, სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.


„დღეს, რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 12 წელი გავიდა და მისი შედეგები ახლაც იგრძნობა. საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედი ოკუპირებულია, ასობით ათას ადამიანს კვლავ არ შეუძლია საკუთარ სახლებში დაბრუნება, აწყდება შეზღუდვებს მათ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველო კვლავ სხვადასხვა რუსული ჰიბრიდული ქმედებების სამიზნეა, ისეთის, როგორიცაა დეზინფორმაციული კამპანიები და კიბერთავდასხმები. მიუხედავად ამისა, ამ შოკისმომგვრელმა მოვლენამ მხოლოდ გააძლიერა საქართველოს გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.


ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში მტკიცედ დაიმკვიდრა თავი, როგორც სანდო მოკავშირემ და მნიშვნელოვანმა პარტნიორმა.


„ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის საშუალებით ევროკავშირთან გაძლიერებულმა თანამშრომლობამ ქართველ ხალხს უშუალო, ხელშესახები სარგებელი და ახალი შესაძლებლობები მოუტანა.



სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს არ შეუძლიათ იმ სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით ისარგებლონ, რითაც ქვეყნის დანარჩენი ნაწილი სარგებლობს, ვინაიდან ორივე რეგიონი კვლავ რუსული ოკუპაციის ავბედით შედეგებს იმკის და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის, როგორც ამას მათი ამბიციური სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ -გვიჩვენებს.


ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.


მოვუწოდებთ კონფლიქტის მშვიდობიანად, მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით გადაჭრისკენ, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელებისკენ,“- აღნიშნულია განცხადებაში.


ევროპარლამენტარები რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და „ბორდერიზაციის“ პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.


„ვინაიდან აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი დე-ფაქტო მმართველობის ქვეშაა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ოკუპირებულ რეგიონებში შეუფერხებლად წვდომის საშუალება მისცეს. შეწყდეს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი და დასრულდეს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევა ამ რეგიონებში. ასევე უზრუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, მათ მშობლიურ მიწაზე და ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცნენ“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.





უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

Facebook და Ray-Ban გაფართოებული რეალობის სათვალეს 2021 წელს გამოუშვებენ

Facebook და Ray-Ban გაფართოებული რეალობის სათვალეს 2021 წელს გამოუშვებენ
access_time2020-09-20 10:00:21
ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ Facebook AR (გაფართოებული რეალობის) სათვალეზე Ray-Ban-ის შემქმნელ კომპანიასთან ერთად მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ კი, კონფერენცია Facebook Connect-ზე, მარკ ზაკერბერგმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Ray-Ban-ის შემქმნელ კომპანიასთან EssilorLuxottica თანამშრომლობით დამზადებული ჭკვიანი სათვალე 2021 წლისთვის გახდება ხელმისაწვდომი. The Verge-ის ცნობით, ფეისბუკმა დაადასტურა, რომ ეს სათვალე AR მოწყობილობად იქნება კლასიფიცირებული, თუმცა, მას ინტეგრირებული...


მსგავსი სიახლეები

up