ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2020-04-13 20:55:06

კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ევროპაბეთი სპორტის ამ სახეობას აქტიურად დაუჭერს მხარს და მის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.


ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაბეთმა ასევე გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულებები საქართველოს ჭადრაკის, უძლიერეს მამაკაცთა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციებთან. კომპანია ასევე არის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.


სპორტული ნარდის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმი, ისევევ როგორც მანამდე გაფორმებული ყველა ხელშეკრულება, ევროპაბეთის პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაშის" ნაწილია.


რევაზ ცხოვრებაშვილი (საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი):


"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ევროპაბეთს მხარდჭერისთვის. ნარდი ტრადიციული ეროვნული თამაშია. ასეთი ძლიერი კომპანიის ინტერესი უზომოდ გვახარებს, მათი გვერდში დგომა სპორტის ამ სახეობას პოპულარიზაციის მხრივ ძალიან გამოადგება. არსებულ ვითარებაში ტურნირების ციფრულ სივრცეში გადატანა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ევროპაბეთის პლატფორმა მოგვცემს საშუალებას, გავუმკლავდეთ შეფერხებებს. მომავალში ძალიან ბევრი საინტერესო და მასშტაბური ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც იმედი მაქვს, ჩვენი ახალი პარტნიორის მხარდაჭერით განვახორციელებთ".



მაშინ, როდესაც პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სახლში დარჩენა მთავარი რეკომენდაციაა, იგეგმება სპორტული ნარდის ეროვნული ფედერაციის ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა ტურნირების ევროპაბეთის პლატფორმაზე ჩატარება.


ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმაა რეგიონში, რასაც ბოლო დღეების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად რეგულარულად რამდენიმე ათასი ადამიანი თამაშობს. უფასო ტურნირები შაბათ-კვირას მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, ზოგიერთი მათგანის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს აღწევს და მისი გაზრდა კიდევ იგეგმება.


რამდენიმე თვის წინ ევროპაბეთმა ახალი პროექტის, "პასუხისმგებლიანი თამაში" დაწყების შესახებ ამცნო საზოგადოებას. კომპანია ეტაპობრივად ამბობს უარს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი.


კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - პასუხისმგებლობას ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. თითოეული მიმართულებით უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, როგორიც არის: "დროის კონტროლის" ხელსაწყო, გარე რეკლამის აკრძალვა, თანამშრომლობა ფსიქოტერაპიულ ცენტრთან და ქართული სპორტის მხარდასაჭერი არაერთი პროექტი.




(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up