ევროპაბეთი საკალათბურთო კლუბ „ვერას“ გენერალური სპონსორი გახდა

ევროპაბეთი საკალათბურთო კლუბ „ვერას“ გენერალური სპონსორი გახდა

access_time2021-02-05 18:48:24

კოპანია ევროპაბეთის ქართული სპორტის მხარდამჭერი პროექტების სიას კიდევ ერთი, ამჯერად ახალი საკალათბურთო პროექტი შეემატა. ქართული კალათბურთის განვითარებაში კომპანიამ სოლიდური წვლილი 2017 წელსაც შეიტანა, როცა ევროპაბეთი ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების სპონსორი იყო.


ამჯერად, ევროპაბეთი საკალათბურთო კლუბ ვერას გენერალური სპონსორი გახდა. მხარეები მინიმუმ სეზონის ბოლომდე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ - შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამასთან, ვერას მთავარი მედია პარტნიორი პოპსპორტი იქნება.


ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი):


„ქართული სპორტის მხარდაჭერა ევროპაბეთის ერთ-ერთი მთავარი მისია და პრიორიტეტია. უკვე წლებია, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ფედერაციებთან და კლუბებთან. მიგვაჩნია, რომ ქართულ სპორტში მიმდინარე პროცესებს ხელის შეწყობა და განვითარება სჭირდება. სწორედ ამიტომ, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჭადრაკის, შერეული საბრძოლო ხელოვნებების, სპორტული ნარდის, ასევე უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციებთან და უკვე მესამე წელია, დინამო ბათუმის გენერალური სპონსორები ვართ.


ევროპაბეთი ევროპულ ღირებულებებზე აგებული ორგანიზაციაა, ახალი პარტნიორების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმიც სწორედ ღირებულებების თანხვედრაა. საკალათბურთო კლუბი ვერას შემთხვევაშიც გადამწყვეტი სწორედ ეს ფაქტორი იყო. თანასწორობა, გამჭვირვალობა და მიზნისკენ სწრაფვა ამ შემთხვევაშიც არის ის მთავარი შეხების წერტილები, რომლებმაც ევროპაბეთის და ვერას ურთიერთობა შესაძლებელი გახადა. ვერა სულ 3 წელია არსებობს, ამ პერიოდის განმავლობაში გუნდი მუდამ პროგრესირებს და მიხარია, რომ პროგრესის აქტიური ხელის შემწყობი ევროპაბეთიც გახდება“.



დავით გასიტაშვილი („ვერას“ დამფუძნებელი)


„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ევროპაბეთი კლუბ ვერას პირველი ოფიციალური სპონსორია და იმედი მაქვს, რომ ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. რაც შეეხება კლუბის მიზნებს: 3-წლიანი ისტორიის მქონდე გუნდის შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის მაღალი მიზნები გვქონდა დასახული და თუკი განვლილი სეზონის შედეგებს გადავხედავთ, კარგად ჩანს, რომ მოკლევადიანი გეგმები მაქსიმალურად არის შესრულებული.


რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს: თუკი კლუბის ფინანსური შესაძლებლობა მოგვცემს საშუალებას, რომ მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებზე, ევროთასებზე ასპარეზობის სურვილს აუცილებლად გამოვთქვამთ, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის განვითარებისათვის“.

„ვერა“ ქართულ საკალათბურთო რეალობაში ახალი, ჯერ მხოლოდ 3 წლის კლუბია და ამ მოკლე დროში განვითარების სამაგალითო ტენდენციით გამოირჩეოდა. ვერამ ამ პერიოდში ყველა დასახულ მიზანს მიაღწია და უკვე სუპერლიგაში თამაშობს. ახლახან, კლუბი, რომლის მთავარი მწვრთნელი ლევან ფაცაციაა და რომელშიც საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გივიკო ბაქრაძე თამაშობს, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალურ ტურნირის ფინალშიც გავიდა.


საქართველოს სუპერლიგაში ვერა 10 თამაშის შემდეგ 13 ქულით მე-10 ადგილზეა. ფაცაციას გუნდი სეზონს 7 თებერვალს, ქუთაისთან გასვლითი მატჩით განაახლებს, მომდევნო მატჩს კი 12 თებერვალს, რუსთავთან სტუმრად გამართავს.


საკალათბურთო კლუბ ვერას გარდა ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდის, უძლიერეს მამაკაცთა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციებთან, არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.




(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up