ევროპა უკრაინის რეკონსტრუქციას პანდემიის დროინდელი ფინანსური ინსტიტუტის მოდელით გეგმავს

ევროპა უკრაინის რეკონსტრუქციას პანდემიის დროინდელი ფინანსური ინსტიტუტის მოდელით გეგმავს

access_time2022-07-05 15:50:00

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ახალი სატრასტო ფონდის, EU-Ukraine Gateway-ის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც უკრაინის რეკონსტრუქციისთვის კერძო და სახელმწიფო ინვესტიციებს მიიზიდავს. ამის შესახებ EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკაიამ შვეიცარიის ლუგანოში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რასაც ბანკის ვებგვერდზე გავრცელებული პრესრელიზი ციტირებს.


მასში, ასევე, წერია, რომ EU-Ukraine Gateway Trust Fund ახალი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც როგორც ახლო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის აღდგენასა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.


ინიციატივის მიხედვით, ფონდი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, სხვა ქვეყნებისა და პარტნიორების კონტრიბუციით შეივსება, რაც დონორებს შორის თანამშრომლობას ხელს შეუწყობს და სახსრების ეფექტურ მართვას უზრუნველყოფს. ფონდი შესაძლოა, რამდენიმე კვირაში ამოქმედდეს და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოთხოვნებსა და უკრაინის აღდგენის პლატფორმის კონტროლს დაექვემდებარება, რაც ევროკავშირმა განსაზღვრა.


სატრასტო ფონდი, EU-Ukraine Gateway ყოვლისმომცველი ინსტრუმენტი იქნება და მოიცავს საინვესტიციო გრანტებს, რომლებიც ნაწილობრივ სესხებთან შეთავსებით იქნება გაცემული. ფონდი, ასევე, გასწევს ტექნიკურ დახმარებასა და საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც პროექტების ხარისხის გაუმჯობესებასა და მათ შემდგომ განხორციელებას შეუწყობს ხელს.



Reuters-ის ცნობით, ფონდის დახმარებით EIB უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 100 მლრდ ევროს მიზიდვას გეგმავს. მსგავსი ინსტრუმენტი წარმატებით იქნა გამოყენებული კოვიდპანდემიის დროს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის.


EIB-ის მონაცემებით, 24 თებერვლის, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბანკის სოლიდარობის ოდენობამ, თითქმის, 4,7 მლრდ ევროს მიაღწია. მარტის დასაწყისში EIB-მა უკრაინის მთავრობას ლიკვიდობის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 668 მლნ ევროს დაფინანსება გამოუყო. ამასთან, 2,5 მლნ ევროს ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი, რომელსაც EIB-ის ინსტიტუტი უწევს კოორდინაციას, ომში დაზარალებულ ადამიანებს პირდაპირ ეხმარება.


EIB-მა, ასევე, 4 მლრდ ევროს საკრედიტო ხაზი უკრაინის მეზობელი ევროკავშირის ქვეყნების მუნიციპალიტეტებისთვის ლტოლვილების მისაღებად გამოყო. ამ თანხის ნახევარი გადეცა პოლონეთს ქვეყნის მთავრობის მიერ შექმნილი დახმარების ფონდის დასაფინანსებლად, რომელსაც პოლონეთის სახელმწიფო ბანკი, Bank Gospodarstwa Krajowego მართავს.


ლუგანოს კონფერენციაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის აღდგენის ეროვნული გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით, ქვეყნის აღდგენას 10 წლის განმავლობაში 750 მლრდ დოლარი დასჭირდება, ხოლო პროექტების საერთო რაოდენობა 850-ია.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up