რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

access_time2021-10-17 20:00:44

ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება.

რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია.

ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის პოლიტიკური გავლენის გაძლიერების შანსს აძლევს, რომლებსაც ის სიამოვნებით იყენებს. ევროკავშირს მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეუძლია.

ბოლო ათწლეულების მანძილზე ევროპამ, ამერიკელების მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, თავისი დამოკიდებულება რუსულ გაზზე მკვეთრად გაზარდა. ამავე დროს შტატებს, არასაკმარისი საექსპორტო პოტენციალის გამო, თავისი თხევადი გაზით შექმნილი დეფიციტის დაფარვის შესაძლებლობა არ გააჩნია.

ევროკავშირი მოხმარებული გაზის 41%-ს სწორედ რუსეთისგან ყიდულობს და ეს კრიტიკული დამოკიდებულებაა. ევროპამ სათანადოდ ვერ შეაფასა ბუნებრივი აირის, როგორც გარდამავალი საწვავის, როლი ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკაზე გადასვლის პერიოდში. შედეგად, ბოლო 10 წლის მანძილზე, მაგალითად, ბრიტანეთში გაზსაცავების მარაგი 2/3-ით შემცირდა და დღეს მხოლოდ 4-5 დღითაა საკმარისი მაქსიმალური მოხმარების პირობებში.

ამერიკული თხევადი გაზი, როგორც წესი, ფასების მერყეობისგან დამცველის როლს ასრულებდა, მაგრამ ამ სეზონზე ეს ვერ მოხერხდა, რადგან ამჟამად აზიაში მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის გამო, შტატებში თხევადი გაზის ტერმინალები 95%-ანი დატვირთვით მუშაობენ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ამერიკას ევროპაში გაზის მიწოდების ზრდის შესაძლებლობა არ აქვს. რუსეთი კი, პირველ რიგში, საკუთარი გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილებაზე ფიქრობს და არა ევროპის ენერგოდეფიციტის დაძლევაზე.


„გაზპრომი“ ბუნებრივ აირს უკვე სიმძლავრეების მაქსიმუმზე მოიპოვებს (საშუალოდ 1,4 მლრდ.კუბური მეტრი დღე-ღამეში)  თუმცა, რუსული გაზი, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ, მაგალითად, ჩინეთშიც მიდის.

რამდენიმე დღეში რუსეთი ნოემბრის გაზის მიწოდების გეგმებს გამოაცხადებს და სწორედ მაშინ გახდება ნათელი, გაზრდის თუ არა მოსკოვი ექსპორტს ევროპაში. მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის დადებითი გადაწყვეტილება ევროპაში ფასებზე ზეწოლას შეამცირებს, თუმცა, ფუნდამენტური პრობლემები დიდი ხნის მანძილზე დარჩება.

გაზის კატასტროფული გაძვირება ევროპელი პოლიტიკოსების წინდაუხედაობის გამო დამსახურებული სასჯელია.  მათ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლა იმაზე ადრე მოინდომეს, ვიდრე ამისთვის შესაბამისი ტექნოლოგიები გაჩნდებოდა. შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია. ევროპას შეუძლია განახლებად ენერგიაზე გადასვლის უფრო ეფექტური სტრატეგია გამოიმუშაოს, რომელშიც გაზს, როგორც გარდამავალ საწვავს, თავისი როლი მიენიჭება. სპეციალისტების რეკომენდაციით, ევროპამ მომავალში ამერიკული გაზის იმპორტი უნდა გაზარდოს, რაც აიძულებს რუსეთის დაიმოკლოს რქები, რომელიც უკვე გაეზარდა.


წყარო: Financial times

ავტორი: თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up