ევროპა საზღვრებზე კონტროლის უპრეცედენტო გაამკაცრებას გეგმავს

ევროპა საზღვრებზე კონტროლის უპრეცედენტო გაამკაცრებას გეგმავს

access_time2017-03-24 11:15:20

„ლონდონში მომხდარი ტერაქტი გვიჩვენებს, რომ საჭიროა კონტროლის დაწესება ეროვნულ საზღვრებზე და რადიკალიზებული უცხოელების გაგდება“, - ეს განცხადება საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატს მარინ ლე პენს ეკუთვნის, რომელსაც მსოფლიო ლიდერების ნაწილიც იზიარებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ ლონდონში 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებული კი 40-მდე ადამიანია. ლონდონის საქალაქო პოლიციის სკოტლანდ იარდის განცხადებით, პირი, რომელმაც გუშინ ტერაქტი განახორციელა, მარტო მოქმედებდა. მათივე ცნობით, ტერაქტთან დაკავშირებით ჩხრეკა ექვს მისამართზე ჩაატარა და შვიდი პირია დაკავებული. 

 

თავდაპირველად გამოცემა "ინდეფენდენთმა" გაავრცელა ინფორამცია, რომ ტერაქტი აბუ იზადინმა ჩაიდინა, რომელმაც ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით გარკვეული პერიოდი ციხეში უკვე გაატარა. მათივე ცნობით, ლონდონის ტერაქტი გასული წლის ბრიუსელის ტერაქტის თარიღს დაემთხვა, რომელზეც პასუხისმგებლობა მაშინ ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. აეროპორტსა და მეტროპოლიტენში აფეთქებას მაშინ 35 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ პირი აღნიშნული სახელითა და გვარით ციხეში ზის, შესაბამისად, მას არ შეეძლო ტერაქტის განხორციელება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, ტერორიზმის შემსრულებელი ბრიტანეთის მოქალაქე იყო. მსოფლიო ტერორიზმის ახალი ფორმის წინაშე დგას, როდესაც ტერორისტები მარტო მოქმედებენ - განაცხადა "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა და აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლისთვის საჭიროა ყველა ქვეყნების თანამშრომლობა.

 


ლონდონის მერის სადიქ ხანის განცხადებით, ტერორიზმი ლონდონელებს ვერ შეაშინებს. "ლონდონი მსოფლიოს დიადი ქალაქია და ჩვენ ერთად ვდგავართ მათ წინაშე, ვისაც სურს ზიანი მოგვაყენოს", - განაცხადა ლონდონის მერმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ კი აღნიშნა, რომ ტერორისტული აქტის განხორციელების ადგილი შემთხვევითი არ იყო. "ტერაქტის ადგილი შემთხვევითი არ იყო. ტერორისტებმა დარტყმის განხორციელების ადგილად შეარჩიეს ჩვენი დედაქალაქის შუაგული, სადაც ყველა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ხალხი ერთად ზეიმობენ თავისუფლების, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებს", - განაცხადა ტერეზა მეიმ. მისი თქმით, ბრიტანეთის პარლამენტის ღირებულებები - დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ყველგან აღტაცებასა და პატივსცემას იწვევს თავისუფალი ხალხის მხრიდან და "ზუსტად ამიტომაც არის ეს სამიზნე მათთვის, ვინც უარყოფს ამ ღირებულებებს". ლონდონში განხორციელებულ ტერაქტს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. ერთ-ერთმა პირველმა ტერეზა მეის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა დაურეკა. მომხდარი დაგმო ფრანსუა ოლანდმაც, ისევე როგორც ანგელა მერკელმა და იაპონიის პრემიერმა შინზო აბემ, რომლებმაც მსოფლიოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდეს. თავის მხრივ, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი შემთხვევები ევროპის სხვა წამყვან სახელმწიფოებშიც განმეორდეს.

 

„რეზონანსი“

 



რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში
access_time2019-11-15 22:30:57
გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების...


მსგავსი სიახლეები

up