,,ევროპა ნოსტრამ“ „ჭიათურის საბაგირო გზები“ დააჯილდოვა

,,ევროპა ნოსტრამ“ „ჭიათურის საბაგირო გზები“ დააჯილდოვა

access_time2019-04-22 14:38:18

„ევროპა ნოსტრამ“ „ჭიათურის საბაგირო გზებს“ „7 საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის“ სტატუსი მიანიჭა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე - „ევროპა ნოსტრა საქართველოში“, ხსენებული პროექტი ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა.


კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელს სიგელი „ევროპა ნოსტრას“ გენერალურმა მდივანმა სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩმა გადასცა. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს „ევროპა ნოსტრას“ გამარჯვებული 7 პროექტი საქართველოდან და ასევე ,,ევროპა ნოსტრას“ ევროპული კულტურული მემკვიდრეობის 7 საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის პროგრამის მიერ აღიარებული ორი ქართული ძეგლი - ჭიათურის საბაგირო გზები და დავით გარეჯი. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და „ევროპა ნოსტრას“ გენერალური მდივანი სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩი დაესწრნენ. ,,ბედნიერი ვარ, რომ საქართველო „ევროპა ნოსტრას“ წევრია. ჩვენ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მოხარული ვარ, რომ „ევროპა ნოსტრას“ სიაში ევროპული კულტურული მემკვიდრეობის 7 საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის პროგრამის მიერ აღიარებული ორი ქართული ძეგლი მოხვდა", - აღნიშნა „ევროპა ნოსტრას“ გენერალურმა მდივანმა სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩმა.


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის თქმით, საქართველოსთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია. „ევროპა ნოსტრას“ გენერალურმა მდივანმა ნინო ანანიაშვილი „ევროპა ნოსტრას“ პრეზიდენტად დაასახელა. "ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო „ევროპა ნოსტრას“ პრეზიდენტი საქართველოში. მე, როგორც ბალერინამ და ახლა როგორც ხელმძღვანელმა, უფრო მეტად მინდა, გავიტანო საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ, უფრო მეტად შევძლებთ გავაშუქოთ და ვისაუბროთ ჩვენს ისტორიაზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე“, – აღნიშნა ნინო ანანიაშვილმა.



,,ევროპა ნოსტრა" აღიარებს, რომ დავით გარეჯი საფრთხის ქვეშაა და დასაცავი ძეგლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავით გარეჯის გადასარჩენად მობილიზაცია მოხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიების დასრულების შემდეგ.


„ევროპა ნოსტრა კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების პან-ევროპული გაერთიანებაა, რომელიც 1963 წელს დაარსდა. დღეისათვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია. „ევროპა ნოსტრა“ ევროპის 50-მდე ქვეყნის 250 კერძო და საჯარო ორგანიზაციას, 150 ასოციაცირებულ და 1500-ზე მეტ ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ორგანიზაციის პრეზიდენტია ოპერის მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგო. საზეიმო ღონისძიება საბალეტო სპექტაკლის ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავის“ წარმოდგენით დასრულდა.




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up