ავტომობილის ტექნოლოგიური სერვისის მიმწოდებელი კომპანია Caru-ს დამფუძნებელი, ნიკა აბაშიძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს ეხმიანება. ნიკა აბაშიძე 3 მიზეზს ასახელებს, რატომაა ევროპა საჭირო. მისი თქმით, ევროპა იმიტომ გვჭირდება, რომ პროდუქცია აქაც ის ფასი ღირდეს, რაც ევროპაში ღირს, ევროპაში პროდუქციის გატანისას, საექსპორტო გადასახადი რომ არ გადავიხადოთ და სამუშაოდ თუ წავალთ, არალეგალურად რომ არ მოგვიწიოს იქ ცხოვრება.
„მოდი მე ეკონომიკურად ვიტყვი რატოა ევროპა საჭირო.
1. ვიდეოებს რომ დებთ, „ნუტელა“ იქ 3 ევრო ღირს და აქ 40 ლარიო. აქაც რომ 3 ევრო ღირდეს მაგიტომ.
2. რამის ექსპორტი რომ დაგჭირდება და გადასახადები რომ მოგიწევს, იმ ქვეყანაში ეგ რომ არ მოგიწიოს, მაგიტომ.
3. სამუშაოდ წასვლა რომ მოგინდება სადმე, არალეგალად რომ არ იყო, მაგიტომ. და უამრავი სხვა რამ“, - წერს ნიკა აბაშიძე.