„ევროპა დონა საქართველო” მეტასტაზური პაციენტების დასახმარებლად სახელმწიფოს მიმართავს

„ევროპა დონა საქართველო” მეტასტაზური პაციენტების დასახმარებლად სახელმწიფოს მიმართავს

access_time2016-08-02 14:36:41

 

ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ქვეყანაში კამპანია გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიბოს პირველი, მეორე და მესამე სტადიით დაავადებულებისთვის მედიკამენტები, საქართველოს მასშტაბით, 2016 წლიდან ფინანსდება და საამისოდ,  პრეპარატებისთვის 9 მილიონი ლარია გამოყოფილი. თუმცა კვლავ ჰაერშია მეტასტაზური, მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტების მდგომარეობა. შესაბამისად, მათ დასახმარებლად და მკურნალობის დასაფინანსეებლად საქველმოქმედო ფონდი "ევროპა დონა საქართველო" ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიას ინიციატივით მიმართავს.

 

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  „ევროპა დონა -საქართველომ“  პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიების მიზანს, სწორედ, საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა და კიდევ ერთხელ შეხსენება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ.


ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,  ევროპა დონა საქართველოს პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, კამპანიის მხარდამჭერები და სხვა.


„ჩვენი დიდი სურვილია ანალოგიური მკურნალობა შესაბამისად დაფინანასდეს სახელმწიფოს მიერ, ვგულისხმობ ძუძუს კიბოს მეტასტაზური, მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტების მდგომარეობას, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ეს ადამიანები საჭიროებენ დახმარებას,“ - მიაჩნია ევროპა დონა საქართველოს პრეზიდენტს ანა მაზანიშვილს.


ბოლოს სტადიის სიმსივნეზე ძვირადღირებული მედიკამენტებითა და თერაპიით მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობს მამოლოგი გიორგი ძაგნიძე. მიაჩნია, რომ აღნიშნული კურსის ჩატარების შემდეგ მძიმე პაციენტების მდგომარეობა 25 პროცენტით გაუმჯობესდება: „თუ ბოლო სტადიის პაციენტებისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 6 თვე,  აღნიშნული მკურნალობის შემდეგ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლამდეც შესაძლოა გაიზარდოს“.



ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  პაციენტებს თბილისის მერიასთან ერთად ინდივიდუალურად ისედაც აფინანსებენ. „ინდივიდუალურ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა განვიხილოთ თითოეული პაციენტის მდგომარეობა. კერძოდ, მათ ვაფინანსებთ, რეფერალური პროგრამის საშუალებით. სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც მათ გვერდზეა.  ამავე დროს მიმაჩნია, რომ მომავალი აქვს პრევენციულ მედიცინას,“ - აღნიშნავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე.


შეგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვალში „ევროპა დონა-საქართველომ“  სწორედ ამ სახელწოდებით, დაიწყო საინფორმაციო კამპანია  „სამიზნე სიცოცხლისთვის“. აქცენტები გაკეთდა ძვირადღირებულ  პრეპარატზე , რომელიც  ეფექტურია, თუმცა  პაციენტებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი. შემუშავდა პეტიცია, რომლის მიხედვით ხელმომწერები სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის დამიზნებით ბიოლოგიურ პრეპარეტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ითხოვდნენ.


მოგვიანებით, თბილისის საკრებულომ, მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს  უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და პირველადი ძუძუს კიბოს პირველი, მეორე და მესამე სტადიის 320 პაციენტის  მკურნალობა  ბიუჯეტიდან დაფინანასდა.  


უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ახალმა აღმოჩენებმა და ინოვაციებმა გააღრმავა ცოდნა კიბოს შესახებ. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული დიაგნოსტიკის, სკრინინგის, ქირურგიის, რადიოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, კომბინაციური და დამიზნებითი ანუ თარგეთული თერაპიის თვალსაზრისით. დამიზნებითი თერაპიის დროს პრეპარატი უშუალოდ მიმართულია და აინჰიბირებს სიმსივნურ უჯრედში მიმდინარე პროცესს, რომელიც წამყვანი ფაქტორია ცალკეული სიმსივნეების განვითარებასა და ზრდაში. აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდებაც - „დამიზნებითი თერაპია“. რადგან დამიზნებითი თერაპია სპეციფიურად მიმართულია კიბოს უჯრედებზე, ის ძალზე ეფექტურია, ნაკლებ ზიანს აყენებს ნორმალურ უჯრედებს და გააჩნია ნაკლები გვერდითი მოვლენები სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. 320 პაციენტის სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც ცალსახად სახელმწიფოს მხარდაჭერის დამსახურებაა, ამ ქალბატონებს შედარებით ნაკლებ სტრესში უწევთ ცხოვრება, რის ფონზეც მკურნალობაც უფრო ეფექტურია. ახლა დროა, ვიფიქროთ მეტასტაზურ პაციენტებზე და მათი დროული მკურნალობისთვის გამოსავლის ძიებაზე. ჩვენი კამპანიის მეორე ეტაპზეც, სამიზნედ ისევ სიცოცხლეა. საქართველოში დამიზნებითი თერაპია პაციენტთა უმრავლესობისთვის სამწუხაროდ, ხელმისაწვდომი არ არის,“ - განმარტავს „ევროპა დონა-საქართველოს“ პრეზეიდენტი ანა მაზანიშვილი.


„სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, „რადისონ ბლუ ივერია“ ახალი ინიციატივით გამოდის და ძუძუს კიბოთი დაავადებულთა დასახმარებლად, იწყებს კამპანიას „BluforPink”, რომელშიც ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ბიზნეს კომპანიასა და ინდივიდუალურად  მოქალაქეებს . საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1500-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში  900-ზე მეტი ქალი იღუპება. დროულად დასმული დიაგნოზის შემთხვევაში, სიმსივნე განკურნებადია. კამპანია მიზნად ისახავს, იმ ქალების სიცოცხლისთვის აუცილებელი ფინანსების მოგროვებას, ვისაც სამკურნალოდ საშუალება არ აქვს. შეგროვილი  თანხა მთლიანად გადაირიცხება ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საქველმოდმედო ფონდშიევროპა დონა-საქართველო“.


საქველმოქმედო აქციის წესები:

 

1)გადაიღე ფოტო - ლურჯი მაისურით/დეტალით/მაკიაჟით

2)
ატვირთე ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე ჰეშთაგით - #BluForPink

3)
გამოიწვიე კამპანიაში ჩასართველად შენი 3 მეგობარი ან მეგობარი კომპანია

4)
გადარიცხე თანხა - მობ: 0 901 700 002
საქართველოს ბანკი: GE 82 BG 0000 0001 6254 9800
თი ბი სი ბანკი: GE 42 TB 7168536020100002

 





გია ხუხაშვილი :“მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

გია ხუხაშვილი :“მამუკა  ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის  სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს
access_time2019-07-17 14:30:22
„ბიძინა ივანიშვილის ყველა ნათქვამი, მიუხედავად მისი შერბილებული ტონისა, ძირითადად კონფრონტაციული იყო და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს არის ქვეყანაში. ის ისევ სისტემას იცავს და არ აღიარებს შეცდომებს.   მე არ მგონია, რომ ივანიშვილი მართლა მიესალმებოდეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას. განსაკუთრებით კომიკური იყო მისი განცხადება ახალგაზრდების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკაში, არც თუ ისე ახალგაზარდაა ხაზარაძე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა...

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე...


მსგავსი სიახლეები

up