ევროპა-ჩინეთის სარკინიგზო ტვირთბრუნვა 22%-ით გაიზარდა - რამდენი გაატარა საქართველომ

ევროპა-ჩინეთის სარკინიგზო ტვირთბრუნვა 22%-ით გაიზარდა - რამდენი გაატარა საქართველომ

access_time2022-01-22 12:00:50

ჩინეთის სარკინიგზო ოპერატორის China State Railway Group მონაცემების თანახმად, 2021 წელს ევროპასა და ჩინეთს შორის შესრულდა 15000 სატვირთო სამტარებლო რეისი, რაც 22 %-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს. აღნიშნული რეისებით გადაზიდულია 1.46 მილიონი TEU, რაც 29 %-ით აღემტება 2020 წლის მაჩვენებელს. მოცემულ მომენტში, საკონტეინერო გადაზიდვების სისტემაში China-Europe Express ფუნქციონირებს 78 მარშრუტი, რომელთა დახმრებით ჩინეთი უკავშირდება 180 ქალაქს ევროპის 23 ქვეყანაში. გადაიზიდება 50000-ზე მეტი სახეობის საქონელი.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ჩინეთიდან 268% გაიზარდა კონტეინერების გადაზიდვების მაჩვენებელი. ყარსი-ახალქალაქზე ორივე მხარეს ჯამში 10 000 კონტეინერმა გაიარა.

სარკინიგზო საკითხებისა და ლოგისტიკის ექსპერტები კომერსანტთანსაუბარში ამტკიცებენ, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა ჩინეთ-ევროპას შორის ითამაშოს მთავარი ტრანზიტორის როლი, თუმცა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმართავობის გამო, რის გამოც ტვირთი საჭიროზე მეტ ხანს ყოვნდება და ჩვენს სარკინიგზო ქსელში და მაღალი სატარიფო პოლიტიკის გამო, ქვეყანა ამ ფუნქციას ჯერჯერობით ვერ ასრულებს და კარგავს სოლიდური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. მათი მტკიცებით, სწორედ რკინიგზა და სატვირთო გადაზიდვები არის მთავარი თემა, რაც სამთავრობო პრიორიტეტებში პირველ ნომრად უნდა იყოს, რადგან სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ ეს სფერო დაძრავს საქართველოს ეკონომიკას და გაიყვანს სანატრელ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდამდე.


შეგახსენებთ, გასული წელი ლოგისტიკისთვის წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდა, პანდემიით გამოწვეული სამომხმარებლო ბუმის და ენერგოკრიზისის პირობებში თავისუფალი კონტეინერების რაოდენობა მცირდება, ხოლო მათი ქირაობის ფასი  იზრდება. რატომ გაძვირდა ლოგისტიკა, იხილეთ აქ.


P.S. მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომერსანტი დიდი ხანია მკითხველისა და მსმენელისთვის ამზადებს და მომავალშიც მოამზადებს საინტერესო მასალებს ლოგისტიკაზე, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობაზე, სარკინიგზო პრობლემებზე, სახმელეთო გადაზიდვებზე. სტატიები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:


რა შემთხვევაში გახდება საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკაში ანგარიშგასაწევი მოთამაშე

ორი შეცდომა, რომელიც საქართველოს მრავალმხრივ აზარალებს

რა აქცევს საქართველოს უკონკურენტო მოთამაშედ გადაზიდვებში

რამდენად მიჰყვება საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ტენდენციებს

რა დანაკლისია საქართველოსთვის ანაკლიის პორტის არქონა

საქართველოს საპორტო მოსაკრებლები, არაკონკურენტულად ფასდება, ანუ, ექსპერტების მტკიცებით,   საქართველოს ნავსადგურების მომსახურება ძვირია.

სპეციალისტების მტკიცებითვე, არც ერთ სფეროში ისე არ ვართ დამოკიდებული რუსეთზე, როგორ რკინიგზაში.

რატომ ხდება, რომ სატრანზიტო ნაკადების მოზიდვა და გატარება საქართველოში წამგებიანია მაშინ, როცა მსოფლიო პრაქტიკით ის ერთ-ერთ მაღალშემოსავლიანი სექტორია.

რით აზარალებს საქართველოს ლოგისტიკური სტრატეგიის არქონა

რამდენად სამართლიანია საქართველოში გზით სარგებლობის გადასახადი

რატომ არის ამ დრომდე დაკონსერვებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ 200 წელს დაიწყო. 

მთავრობა საქართველოს სატრანზიტო რესურსის მინიმუმსაც არ ითვისებს.

ექსპერტები შუა დერეფანში საქართველოს შეუცვლელ და უალტერნატივო როლზე საუბრობენ შემდეგი არგუმენტითშუა დერეფანში ტვირთების გენერირებას ახდენს პეკინი, ხოლო ტვირთების გადაცემას ევროპის კავშირში უზრუნველყოფს თბილისი. რამდენიც არ უნდა ეცადონ ზემოთ ჩამოთვლილი დედაქალაქების წარმომადგენლები სიტუაციის შეცვლას, ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის, მით უმეტეს - მოსკო


ავტორი: ბელა გელაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up