„სამხრეთის გაზის დერეფანის“ მშენებლობა დასრულებულია.TAR -ის გაზსადენი( ტრანსადრეატიკული გზასადენი) იტალიურმა კომპანია Snam-მა ევროპის გაზის გამანაწილებელ სისტემას მიუერთა.
„მილსადენი რომელიც სათავეს აზერბაიჯანში იღებს და იტალიაში სრულდება“,- სრულ მზადყოფნაშია, განუცხადა TREND.AZ-ს SOCAR -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა იბრაჰიმ აჰმედოვმა.
აჰმედოვის თქმით, პირველ ეტაპზე გაზსადენის მეშვეობით ევროპა 10 მლრდ. კუბურ მეტრ გაზსს მიიღებს.
„სამხრეთის გაზის დერეფანი“ TAR -ის და TANAP-ის მილსადენებს აერთიანებს,რომლითაც აზერბაიჯანული გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება.
წინასწარი პროგნოზით, „TANAP”- ის ამოქმედებით, 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცულობა დღევანდელთან (300 მილიონი კუბური მეტრი) შედარებით გაოთხმაგდება, მათ შორის TANAP-ის გზით (23 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისთვის) საქართველო მიიღებს 1.15 მილიარდ კუბურ მეტრს, დღევანდელი მოხმარების დაახლოებით ნახევარს. 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება (31 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისთვის); 2030 წელს TANAP-ის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანაა დაგეგმილი, რაც საქართველოსთვის 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს.
gbc.ge