ევრობონდების მომსახურება საქართველოს $450 მლნ-ზე მეტი დაუჯდა

ევრობონდების მომსახურება საქართველოს $450 მლნ-ზე მეტი დაუჯდა

access_time2021-04-06 11:00:36

ევროობლიგაციების ქართული ისტორია 2008 წლიდან იწყება, 13 წლის წინ საქართველომ გაზსაცავის მშენებლობისთვის $500 მლნ მოიზიდა. თანხა რამდენიმე თვეში რუსეთის აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ გადამისამართდა. გაზსაცავი არც მაშინ აშენებულა და არც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. თავად ობლიგაციები რომელიც 5 წელიწადში უნდა გამოსყიდულიყო დღემდე არ დაფარულა. პირველი რეფინანსირება 2011 წელს მოხდა, მეორე 2021 წლის აპრილშია დაგეგმილი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს პროცენტის დაფარვა უწევდა.


პირველი ემისიის დროს ობლიგაციებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალი იყო და 7.5%-ს შეადგენდა. მაღალი განაკვეთი რამდენიმე მიზეზით აიხსნებოდა, სწრაფი ტრანსფორმაციის მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების შეძენა მაინც რისკიან ფინანსურ ოპერაციად მიიჩნეოდა, Libor-ზე (ლონდონის ბაკთაშორისი შეთავაზების ინდექსი) საპროცენტო განაკვეთი მაღალი იყო და წლის დასაწყისსი 3%-ს აღემატებოდა, წელს 0.5%-ზენაკლებია. სესხის აღების მომენტში საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით იზრდებოდა და სტრატეგიული ობიექტისთვის მსგავსი ხარჯის გაღება გამართლებულად მიიჩნეოდა.


პირველი რეფინანსირების დროს, 2011 წელს საპროცენტო განაკვეთი 6.9%-მდე შემცირდა. 2021 წელს მთავრობა მის 4-4.5 პროცენტამდე შემცირებას ელის. პროცენტის შესაძლო დაკლების მიუხედავად, ლარის გაუფასურების შედეგად, ძირი თანხა განუხრელად იზრდება. პირველი ემისიის დროს $500 მლნ 725 მლნ ლარს უდრიდა, 2011 წელს 833 მლნ-ს, დღეს - 1.717 მლრდ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ განახევრებული პროცენტიც კი ლარებში დათვლით უფრო მეტი იქნება, ვიდრე 2008 წელს.



მართალია საქართველო ძირი თანხის დაფარვას ავადებს, მაგრამ 13 წელიწადში საპროცენტო ხარჯებემა სოლიდურ ნიშნულს მიაღწია. პირველ სამ წელიწადში, როცა განაკვეთი 7.5%-ს აღწევდა პროცენტზე $112.5 მლნ იქნა გადახდილი, მომდევო 10 წელიწადში - $345 მლნ ანუ ჯამში - $457.5 მლნ, რაც საშუალოწლიურ $37.5 მლნ-ს უდრის. ვალუტის გაუფასურებასთან ერთად ლარებში ეს თანხა ყოველწლიურად იზრდება. (რეფინანსირების მომენტებში გადასახდელი თანხები მცირედით კორექტირდება, რაც არსებით სხვაობას არ იძლევა).


სახელმწიფო ვალის დათვლისას აბსოლუტურ რაოდენობასთან შედარებით უფრო საინტერესო მისი მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობაა. 1997 წელს ეს ფარდობა 43%-ს უდრიდა. 1999 წელს აზიის ფინანსური კრიზისისა და რუსეთის დეფოლტის გავლენით 71%-ს გადააჭარბა. ამის შემდეგ ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე 2003 წელს 54%-მდე შემცირდა, 2007 წელს კი სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში 23%-ს ჩამოსცდა. ომისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე 2010 წელს 35%-მდე გაიზარდა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში სახელმწიფო ვალი ეკონომიკის 32%-ს უდრიდა. ლარის გაუფასურების შედეგად, რამაც დოლარში აღებული სესხები გააძვირა, 2016 წელს ვალმა 40%-ს გადააჭარბა. 2020 წელს ერთდროულად ეკონომიკაც შემცირდა, ლარიც გაუფასურდა და ახალი ვალიც დაგეგმილზე მეტად გაიზარდა. სამმაგი დარტყმის შედეგად სახელმწიფო ვალის მოცულობამ მშპ-ის მიმართ 60%-იანი ზღვარი გადალახა თუმცა თავისუფლების აქტი და კონსტიტუცია მაინც არ დარღვეულა. კანონი 2 გამონაკლისს უშვებს: 1) საგანგებო ან საომარი მდგომარეობა. 2)  თუ ზედიზედ 2 კვარტალის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტული პუნქტით ან უფრო მეტით დაბალია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. საქართველოში საგანგებო მდგომარეობაც იყო გამოცხადებული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არათუ 2%-ით, 11.2%-ით 5-დან მინუს 6.2 პროცენტამდე შემცირდა. საბიუჯეტო ოფისი პირველ კვარტალში დამატებით 4.6%-იან კლებას ელის. შარშან პირველ კვარტალში 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ანუ 6.9%-ით მეტი.


თუ ვადამ არ გადაიწია, რეფინანსირების პროცესი 12 აპრილამდე უნდა დასრულდეს. პროცესში, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ერთად Galt & Tagart და TBC capital-იც არიან ჩართულები.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up