ევრონიუსის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას ევრონიუს საქართველოს მთავარი რედაქტორი წარუდგინა

ევრონიუსის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას ევრონიუს საქართველოს მთავარი რედაქტორი წარუდგინა

access_time2020-02-14 16:50:50

ის, რომ საქართველოში ახალი საინფორმაციო ევროპული არხი შემოდის, ჯერ კიდევ გასულ წელს ზაფხულში აცნობა საზოგადოებას სილქნეტმა. ევრონიუს საქართველო მაუწყებლობის დასაწყებად ემზადება. საქართველოში იმყოფება არხის გენერალური დირექტორი მაიკლ პიტერსი. იგი თბილისს ამჯერად ნახევრად ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა და ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეკრებილ სტუმრებს საქართელოში ევრონიუს საქართველოს მზადების შესახებ უამბო და მნიშვნელოვანი სიახლეც აუწყა: ევრონიუსმა საქართველოში არხის მთავარი რედაქტორი შეარჩია. ეს გახლავთ ვასილის ბიცისი, რომელსაც ევრონიუსში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ამჟამად იგი ევრონიუსის ბერძნული სამსახურის ხელმძღვანელია.


როგორც შეხვედრაზე სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვლმა აღნიშნა, ეს ტელევიზია ყველასთვის იქნება. ჩვენი ეს პარტნიორობა ევრონიუსთან იქნება ხალხის სამსახურში, ისევე როგორც “სილქ როუდ ჯგუფის” წევრი ყველა კომპანია. მჯერა, რომ ეს პროექტი იქნება წარმატებული და განსაკუთრებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს იქნება საყოველთაო ტელევიზია, ყველა აზრისა და შეხედულების მქონე ადამიანისთვის, რასაც ევრონიუსი ამბობს: ანუ-all views, all voices, all welcome (იგულისხმა ევრონიუსის მთავარი ფასეულობა).
ევრონიუსის პოლიტიკის თანახმად, არხის მთავარ რედაქტორს ყველა ქვეყანაში თავად ევრონიუსის ხელმძღვანელობა ნიშნავს და ამით ევრონიუსის უმთავრეს ფასეულობას იცავს - არხის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას.


„ყველა მოსაზრება, ყველა ხმა - All News All Views”, ევრონიუსის ამ უმთავრეს განაცხადს ეფუძნება საქართველოს ევრონიუსიც - Euronews Georgia.
მაიკლ პიტერსის გრაფიკი ნომერ პირველი ევროპული საინფორმაციო არხის გენერალური დირექტორისთვის შესაფერისია - საკმაოდ გადატვირთული. თუმცა, იგი სრულიად განსხვავებული საქმიანობისთვისაც პოულობს დროს. არაოფიციალურ კოქტეილის საღამოზე მისულ სტუმრებს სიურპრიზი დახვდათ. მას შემდეგ, რაც არხის ადგილობრივ მენეჯმენტთან და სილქნეტის დამფუძნებელთან, გიორგი რამიშვილთან ერთად არხის სიახლე აუწყა და წარუდგინა ახლად დანიშნული მთავარი რედაქტორი, DJ-ის პულტთან თავად დადგა და სტუმრებს ყველასთვის ცნობილი ჰიტების არაჩვეულებრისი მიქსი შესთავაზა.


როგორც აღმოჩნდა, მაიკლისთვის ეს მხოლოდ ჰობი არ არის და იგი სხვადასხვა დროს პროფესიონალი დიჯეების გვერდით კლუბებში „დიიფ ჰაუსს“ უკრავს. ხოლო თბილისში გამართული საღამოს სტუმრებს გასართობი რეპერტუარი შეურჩია, რითაც იზრუნა, იმაზე, რომ მუსიკის ნებისმიერი მოყვარულისთვის მისაღები ყოფილიყო. სტუმრები ევრონიუსის გენერალური დირექტორის ამ უცნობი მხარის აღმოჩენით აღფრთოვანებული დარჩნენ. როგორც გაირკვა, კლუბს შაბათსაც ეწვევიან, სადაც მაიკლი უკვე მოწვეული DJ-ის ფორმატში დაუკრავს.
ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს მალე დატოვებს. მას და ევრონიუს საქართველოს დატვირთული გრაფიკი აქვთ. არც ისე დიდი დრო დარჩა საქართველოში ახალი საინფორმაციო არხის მაუწყებლობის დაწყებამდე.




(R)


თეგები:
ევრონიუსი



მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up