ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ევროკავშირის ქვეყნებში მიწოდება 2021 წლის აპრილში უნდა დაიწყოს.
„დიდი რაოდენობით მომარაგება უნდა დაიწყოს აპრილში,” - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა პრესკონფერენციაზე და აქვე აღნიშნა, რომ საუკეთესო შემთხვევაში კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებში თვეში 20-50 მილიონამდე დოზა ვაქცინის მიწოდება შეეძლებათ.
ევროკავშირმა პოტენციური ვაქცინის წინასწარ შეძენაზე ხელშეკრულებები უკვე გააფორმა რამდენიმე კომპანიასთან, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ.
IPN.GE