ევროკომისიის დოკუმენტი - ევროკავშირი გააგრძელებს საუბარს რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინაში საერთაშორისო კანონმდებლობის სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის ინიციატივების გზით

ევროკომისიის დოკუმენტი - ევროკავშირი გააგრძელებს საუბარს რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინაში საერთაშორისო კანონმდებლობის სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის ინიციატივების გზით

access_time2021-06-16 22:00:00

ევროკომისიამ რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს უფრო მდგრადი რუსეთის მცდელობების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს, შეარყიოს ევროკავშირი, ამავე დროს, ევროკავშირმა უფრო სისტემური და ერთიანი პასუხი უნდა გასცეს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს.


როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, კომისიის შეთავაზების სახელწოდებაა „უკუაგდე, შეაკავე და ითანამშრომლე“.


მისივე თქმით, რუსეთის მთავრობის მიერ გაცნობიერებულად არჩეულმა პოლიტიკამ, ბოლო წლებში ურთიერთობებში ნეგატიური ხაზი შექმნა. ბორელის განცხადებით, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და ბრიუსელი უნდა მოემზადოს ამ ურთიერთობების გაუარესებისთვის.


14-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობებს ეხება, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების მართვა ბრიუსელის „მთავარი სტრატეგიული გამოწვევაა, რადგან მოსკოვის მცდელობებია, ჩაერიოს ევროკავშირის შიდა საქმეებში და მოახდინოს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და მეზობლების დესტაბილიზაცია“.


სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უფრო სისტემურად უნდა უპასუხოს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს და დაიცვას დემოკრატიული ფასეულობები. ამ კონტექსტში დოკუმენტში ნახსენებია საქართველოც.


„რუსეთი პირდაპირ სამხედრო ძალას და ჰიბრიდულ ქმედებებს მიმართვას მოუგვარებელ კონფლიქტებში, რომელსაც თავადვე აღვივევბს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, ისევე როგორც ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოში, კერძოდ სირიასა და ლიბიაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.



სტრატეგიულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას, შექმნას პრივილეგირებული გავლენის სფეროები. ევროკავშირი აცხადებს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორებს აქვთ სრული, სუვერენული უფლება, თავად განსაზღვრონ მათი ურთიერთობების დონე ევროკავშირთან, სხვა საერთაშორისო მოთამაშეებთან და ეს თავისუფლად გააკეთონ“.


„თუმცა რუსეთი კვლავ აგრძელებს კონფრონტაციულ პოლიტიკას, იყენებს რბილ და ხისტ ძალას ზეწოლის მოსახდენად. შესაბამისად, ევროკავშირის პოლიტიკა კვლავ მიმართულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების მდგრადობის გაძლიერებისკენ, ორმხრივი შეთანხმებებით (მათ შორის ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება), მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით, რაც ფოკუსირებულია საჭირო რეფორმებზე ეკონომიკაში, მმართველობაში, კანონის უზენაესობაში, მწვანე და ციფრულ ტრანსფორმაციაში და ინკლუზიური საზოგადოების შექმნაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.


გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, „ევროკავშირი ასევე აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მთავრობის მცდელობებისადმი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“.


„ევროკავშირი მისდევს არაღიარების პოლიტიკას ყირიმის ნახევარკუნძულის არალეგალური ანექსიისა და რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიმართ“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.


სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავაც შეეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს და ხმას აიმაღლებს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.


„ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საუბარს რუსეთის მხრიდან უკრაინასა და საქართველოში საერთაშორისო კანონმდებლობის სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის თანამოაზრე პარტნიორებთან ინიციატივების გზით. ეს მოიცავს მოწოდებას რუსეთისადმი, აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც კონფლიქტის მხარემ და შეასრულოს მინსკის შეთანხმება. ევროკავშირი ყველა დონეზე აქტიურად გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთის ყალბ ნარატივს, რომელიც მიმართულია მოსკოვის ქმედებების გამართლებისკენ“, – ნათქვამია დოკუმენტში.


ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერების მორიგ სამიტზე განიხილავენ.


1tv.ge

თეგები:
დოკუმენტი



თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული, როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული...

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში
access_time2021-08-03 11:06:09
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 % ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი...


მსგავსი სიახლეები

up