ევროკომისიის ახალი ინიციატივა - შენგენის ზონაში მოგზაურობას შეძლებს ყველა, ვინც „კოვიდ-19“ გადაიტანა ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით არის აცრილი

ევროკომისიის ახალი ინიციატივა - შენგენის ზონაში მოგზაურობას შეძლებს ყველა, ვინც „კოვიდ-19“ გადაიტანა ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით არის აცრილი

access_time2021-11-26 09:30:00

შენგენის ზონაში მოგზაურობას შეძლებს ყველა, ვინც „კოვიდ-19“ გადაიტანა ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით არის აცრილი, – შესაბამისი პროექტი ევროკომისიაში დღეს წარადგინეს.



ინიციატივის თანახმად, მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირსა და შენგენის ზონაში მოგზაურობა იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული რომელიმე ვაქცინით არიან სრულად აცრილები ან გადატანილი აქვთ „კოვიდ-19“. ამასთან, ყველა მოგზაურს მოუწევს ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის წარდგენა. ამ წესის ამოქმედებას ევროკომისია 10 იანვრიდან აპირებს.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებია – „მოდერნა“, „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, ინდური „კოვიდშილდი“ და „კოვაქსინი“.




შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, რომ ვაქცინაციის კოვიდსერტიფიკატის მოქმედების ვადა მეორე აცრიდან ცხრა თვით განისაზღვროს. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში მიიჩნევენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა ექვსი თვე მოქმედებს.



ევროკომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ექვს თვეს დაამატებენ სამ თვეს, რათა ევროკავშირის მოქალაქეებმა ე.წ. ბუსტერის გაკეთება მოასწრონ. ამასთან, ბუსტერ დოზის მოქმედების ვადა ჯერ არ არის განსაზღვრული, რადგან ის დადგენილი არ არის.



ამასთან ერთად, ახალი წინადადების მიხედვით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლები დაბალია, ევროკავშირში ვაქცინაციის დადასტურების გარეშეც შეუშვებენ. პირველ ეტაპზე 10 იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე შემსუბუქდება კრიტერიუმები, რომლებითაც ქვეყნები ე.წ. მწვანე სტატუსის მქონე სახელმწიფოების სიაში მოხვდებიან. უკვე 2022 წლის პირველი მარტიდან კი ე.წ. მწვანე სახელმწიფოების სიის საერთოდ გაუქმება იგეგმება.



ევროკომისიაში განმარტავენ, რომ შესაბამისი ცვლილება მსოფლიოში ვაქცინაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს უკავშირდება. ამასთან ერთად, ბრიუსელში აცხადებენ, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს უშუალოდ ვიზიტორის სტატუსს და არა იმ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, საიდანაც ის ჩამოდის.



1tv.ge

თეგები:
მოგზაურობა



სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!

სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!
access_time2021-12-07 09:55:26
სილქფესტი 7 დეკემბერს ულიმიტო პირობებს...

„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში
access_time2021-12-07 10:00:58
„ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6.2% ინფლაცია, გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე...


მსგავსი სიახლეები

up