ევროკომისიამ მოამზადა 18-გვერდიანი დასკვნა, რომელშიც ევროკავშირის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის ამომცნობი სისტემების გამოყენების დროებით აკრძალვას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ დროებითი აკრძალვა ამ საკითხთან დაკავშირებული კანონმდებლობის დასახვეწადაა საჭირო. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირში მოქმედ ნორმატიულ აქტებში შევა, რომლებიც პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავს.
ამასთან ერთად, ევროკომისია არ გამორიცხავს, რომ აკრძალვა არ შეეხოს იმ შემთხვევებს, რომლებიც უსაფრთხოების სფეროს ან სამეცნიერო კვლევებს ეხება. უწყებაში აცხადებენ, რომ სახის ამომცნობი სისტემების გამოყენების ახალი წესები როგორც მათ შემქმნელებს, ასევე მომხმარებლებს შეეხება, ევროკავშირის ქვეყნებმა კი ამ კანონის დაცვის მიზნით სპეციალური საზედამხედველო ორგანოები უნდა შექმნან.
imedinews.ge