ევროკომისიამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ქვეყნები ჩინური პირბადეებით აღარ მომარაგდეს, - ამის შესახებ Aljazeera წერს.
ბოლო ერთი თვეა, პანდემიასთან გასამკლავებლად, ევროკავშირი წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მუშაკებს ჩინეთიდან მიღებული პირბადეებით ამარაგებს, თუმცა, როგორც ირკვევა, სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანები პირბადეების უხარისხობას უჩივიან.
სულ ევროკავშირის 17 ქვეყანა და დიდი ბრიტანეთი მომარაგდა 1.5 მილიონი ჩინური პირბადით. ცოტა ხნის წინ პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში გაგზავნილ 600 ათას პირბადეს არ აქვს ევროკავშირის სერთიფიკატი და სამედიცინო დაწესებულებში ისინი არ გამოუყენებიათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge