ევროკომისიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას კომპანიებთან, Pfizer-თან და BioNTec-თან მათ მიერ შექმნილი ვაქცინის 200 მილიონი დოზის შეძენის შესახებ. ინფორმაციას ამსი შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
კონტრაქტით ასევე გათვალისწინებულია დამატებით 100 მილიონი დოზის შეძენის შესაძლებლობა.
გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინის წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ მას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge