ევროკომისია აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის შეძენაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„მხოლოდ იმის გამო, რომ ვაქცინა ევროპის მედიკამენტების სააგენტოს პოზიტიური შეფასების შემდეგ ევროპულ დონეზეა დამტკიცებული, კომისიას არ აქვს ვალდებულება, ის ჩვენს პორტფელში შეიტანოს”, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
მანამდე, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან რუსული ვაქცინის თანმიმდევრული გამოკვლევის პროცედურა დაიწყო, რასაც, შესაძლოა, ევროკავშირის 27 ქვეყანაში მისი გამოყენების დამტკიცება მოჰყვეს.
IPN.GE