ევროკომისია მიკროჩიპების რეგულირების შესახებ კანონპროექტს თებერვლის დასაწყისში წარმოადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს განაცხადა, რასაც სააგენტო Reuters ავრცელებს.
მისი თქმით, კანონის შემოღების მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირში მომდევნო ათწლეულში ჩიპების საჭიროება გაორმაგდება.
„მიკროჩიპების უმეტესი ნაწილით ევროპის გარედან, რამდენიმე მწარმოებლისგან ვმარაგდებით. ეს მათზე დამოკიდებულებას და გაურკვევლობას აჩენს, რაც არ უნდა დავუშვათ. 2030 წლისთვის მსოფლიო მიკროჩიპების 20% ევროპაში უნდა იწარმოებოდეს,“ - აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
წინადადება, რომელიც ევროპული ჩიპების აქტითაა (European Chips Act) ცნობილი, სახელმწიფო დახმარების წესების ადაპტირებისკენ არის მიმათული. აქტი, ასევე, დეფიციტისა და კრიზისის პროგნოზირების ინსტრუმენტების გაუმჯობესებასა და ბლოკის საზღვრებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
BPN.GE