ევროკომისია კრიპტოვალუტის ბრუნვის წესებს ამკაცრებს

ევროკომისია კრიპტოვალუტის ბრუნვის წესებს ამკაცრებს

access_time2021-07-25 18:00:12

ევროკომისია კრიპტოვალუტების ბრუნვის მეტად გაკონტროლების და მათი მეშვეობით ფულის გათეთრების წინაამღდეგ ბრძოლის მიზნით ახალი რეგულაციების შემოღებას აპირებს.

 

კერძოდ, ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე ვირტუალური ვალუტების ანონიმური საფულეების აკრძალვას გეგმავს. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ახალი წესები კრიპტოაქტივების მოძრაობის იდენტიფიცირების და ამ გზით ფულის გათეთრების თავიდან აცილების მეტ საშუალებას იძლევა.

 

ევროკომისიას სურს, რომ ტრანზაქციების მონაწილეთა შესახებ ინფორმაცია ღია  და ყველა გზავნილში დაფიქსირებული იყოს ისე, როგორც ეს დღეს ჩვეულებრივ გზავნილებში ხდება.

 

რეგულაციების მიზანია კრიპტოვალუტის გამგზავნის და მიმღების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში საეჭვო ტრანზაქციების დაბლოკვა.

 

ზოგადად, ევროკავშირი ბოლო წლების მანძილზე კრიპტოვალუტების მიმართ მკაცრი მიდგომის მომხრეა - მაგალითად, რამდენიმე თვის წინ ახალი კანონი მიიღეს, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე მოქმედ კრიპტობირჟებს საგადასახადო ორგანოებისთვის  კლიენტების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს.

 


თუ ახალი რეგულაციები მართლაც შევა ძალაში, ეს დაარტყამს კრიპტოვალუტების მთავარ უპირატესობას - ანონიმურობას და ტრანზაქციებში შუამავლების არარსებობას. შესაბამისად, ეს ფინანსური ოპერაციების რაოდენობას შეამცირებს, მეორეს მხრივ კი კრიპტოვალუტების ანონიმური ბრუნვის ახალი მეთოდებს გააჩენს.

 

ამ დროისთვის ევროკავშირში ვირტუალური ფულის მიმოქცევის ანონიმურობის წინაამღდეგ სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული - მაგალითად, 5000 ევროს ღირებულების კრიპტოვალუტის ტრანზაქციებზე აუცილებელია ორივე მხარის იდენტიფიცირება და თანხის წარმომავლობის დადასტურება.

 

დამატებითი რეგულაციები ბანკებს კრიპტივალუტების წინაამღდეგ ბევრ ახალ ბერკეტს მისცემს - მაგალითად, მათ ვალუტების გაცვლის დაბლოკვა შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტები აქტივების წარმომავლობის კონტროლის პროცედურას არ გაივლიან.

 

თუმცა, რეალურ ცხოვრებაში კრიპტოსაფულეების ანონიმურობის აღმოფხვრა ადვილი არ იქნება - მფლობელთა იდენტიფიცირებას ბევრი დრო და რესურსები სჭირდება - სწორედ ამიტომაა კრიპტოვალუტა ასეთი პოპულარული.

 

ევროპულ რეგულატორებს ალტერნატიული გზაც აქვთ - კლიენტების გაკონტროლება კრიპტობირჟებს დაავალონ. სახელმწიფო ორგანოებს ასევე შეუძლიათ შეზღუდვების შემოღება ისეთ სერვისებზე, როგორც  AppStore,  Google Play და სხვა ონლაინ-სავაჭრო პლატფომებზე, სადაც მომსახურეობის ანაზღაურება ჩვეულებრივთან ერთად, ვირტუალური ვალუტითაც ხდება.

 

თუმცა, ანონიმური საფულეების გამოყენების სრული აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება, რადგანაც ასეთ შემთხვევაში კრიპტოვალუტა არსებობის აზრს კარგავს.

 

kommersant.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up