ევროკომისია კოვიდპასპორტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებას მარტში წარადგენს, რაც ევროპელებს ზაფხულის არდადეგების პერიოდში უფრო თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.
“ამ თვეში ჩვენ წარვადგენთ საკანონმდებლო წინადადებას „ციფრული მწვანე პასპორტის“ შესახებ. მისი მიზანია უზრუნველყოს: მტკიცებულება, რომ ადამიანი აცრილია, ტესტების შედეგები მათთვის, ვისაც ვაქცინა ჯერ გაკეთებული არ აქვს, ინფორმაცია კოვიდ 19-ისგან გამოჯანმრთელების შესახებ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
მისი განმარტებით, „ციფრული მწვანე პასპორტის“ მიზანია, ევროპელებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხოდ იმოძრაონ ევროკავშირის ფარგლებში ან საზღვარგარეთ.
„მონაცემთა დაცვა, უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი იქნება“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
IPN.GE