ევროკომისია კორონავირუსთან საბრძოლველად მიმართულ 23 ინოვაციურ პროექტს 128 მილიონი ევროთი დააფინანსებს. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„ხელს შევუწყობთ 23 სამეცნიერო პროექტს და მათ 128 მილიონ ევროს გამოვუყოფთ. ეს თანხა არის იმ 1,4 მილიარდი ევროს ნაწილი, რომელიც ევროკომისიამ დონორთა კონფერენციის ფარგლებში გამოყო“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
პროექტებში 40 ქვეყნიდან 347 სამეცნიერო ჯგუფია ჩართული, მათ შორის 34 ჯგუფი ევროკავშირის არაწევრი 16 ქვეყნიდან. პროექტების მიზანია ვაქცინის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებების შექმნა და დაავადების გავრცელების კონტროლის მიზნით სამედიცინო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარება.
imedinews.ge