ევროკომისია აპირებს შეიძინოს კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის 200 მილიონი დოზა, რომელიც გერმანულმა საწარმო BioNTech-მა და ამერიკულმა კონცერნმა Pfizer-მა შექმნეს.
როგორც Deutsche Welle წერს, მომავალში კიდევ 100 მილიონი დოზის შეკვეთა იგეგმება. თავად ევროკომისიისა და ორივე ფარმაცევტული კომპანიის განცხადებით, მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით გაიმართა.
ვაქცინის მიწოდება შეიძლება წლის ბოლოს, მას შემდეგ დაიწყოს, რაც შესაბამისი უწყებები მისი ბაზარზე დაშვების ნებართვას გასცემენ. ვაქცინის წარმატების შემთხვევაში, ეს რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის განაწილდება.
imedinews.ge