ევროკომისია: COVID-19-ის ვაქცინაციის ციფრული „პასპორტები“ ივნისში ამოქმედდება

ევროკომისია: COVID-19-ის ვაქცინაციის ციფრული „პასპორტები“ ივნისში ამოქმედდება

access_time2021-03-18 11:30:00

ევროკომისიამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ზაფხულისთვის ამოქმედდება Covid-19-ის წინააღმდეგ აცრის დამადასტურებელი ციფრული „პასპორტები“, რომლებიც მოგზაურობას გააადვილებს.


ამ საბუთით, რომელსაც ევროკომისია „ციფრულ მწვანე სერტიფიკატს“ („digital green certificate“) უწოდებს, ევროკავშირის ერთ წევრ ქვეყანაში აცრილი ადამიანი იმუნიზებულად იქნება აღიარებული სხვა წევრ ქვეყნებშიც. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მოგზაურობას, მათ შორის ტურიზმის გამოცოცხლებას.


„ამ ციფრული სერტიფიკატის მიზანია, დავეხმაროთ წევრ ქვეყნებს, მოძრაობის თავისუფლება აღადგინონ უსაფრთხო, პასუხისმგებელი და სანდო სახით“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც წარმოადგინა ციფრული დოკუმენტის თაობაზე წინადადება.


სერტიფიკატში მითითებული იქნება, ნეგატიურია თუ არა მისი მფლობელის COVID-19-ის ტესტი, ან აცრილია თუ არა ის.


ვაქცინაციის ელექტრონული საბუთის მეშვეობით მის მფლობელს არ დასჭირდება კარანტინში მოთავსება. მაგრამ, როგორც DPA იტყობინება, თავად წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რა უპირატესობებს შეიცავს ამ დოკუმენტის შემოღება.



ევროკომისიის წინადადების თანახმად, სერტიფიკატი უფასო იქნება. მისი ავთენტურობის შემოწმება შესაძლებელი იქნება QR კოდით.


როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა განუცხადა Frankfurter Allgemeine Zeitung-ს, სერტიფიკატები რამდენიმე თვეში უნდა ამოქმედდეს. „სერტიფიკატები ზაფხულის დასაწყისისთვის უნდა იყოს გამოსაყენებლად მზად“, თქვა მან.


რეალობად იქცევა თუ არა ელექტრონული სერტიფიკატები, ჯერჯერობით არ არის ნათელი. გეგმა უნდა შეათანხმონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპის პარლამენტმა.


ზოგიერთი ქვეყანა ეჭვს გამოთქვამს სერტიფიკატთან დაკავშირებით. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფი ვილმესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დააკავშირებს ვაქცინაციის სტატუსს მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლებასთან, რათა არ გაჩნდეს დისკრიმინაცია, ვინაიდან ბელგიის მოქალაქეთა უმრავლესობა ჯერ არ არის აცრილი.




www.radiotavisupleba.ge





თეგები:
ავსტრალია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up