ევროკომისია ხელს მოაწერს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეიძენს. საუბარია იმ ვაქცინაზე, რომლის კლინიკურმა ტესტირებამ 90 %-იანი დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„კარგი ახალი ამბავი გვაქვს კომპანია Pfizer -დან და BioNTech Group -დან კოვიდ-19-ის ვაქცინაზე მათ მიერ ჩატარებული უკანასკნელი კლინიკური გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით. ევროპული მეცნიერება მუშაობს! ევროპული კომისია მალე მოაწერს მათთან კონტრაქტს ხელს 300 მილიონ დოზაზე. მანამდე კი, მოდით განვაგრძოთ ერთმანეთის დაცვა“, - წერს „ტვიტერში“ ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, აშშ-ის წამყვანი ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული BBC-ის თანახმად, კომპანია BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს.
Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა ექსპერიმენტულ მიდგომაზეა დაფუძნებული, რომელიც იმუნური სისტემის მომზადების მიზნით, ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილის ინექციას გულისხმობს.
IPN.GE