ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარის, ადინა-იოანა ვალეანის განცხადებით, ტურისტები, რომლებიც ამ ზაფხულს ევროპაში იმოგზაურებენ, ამას საკუთარი რისკით გააკეთებენ.
„ვერავინ მოგცემთ 100%-იან გარანტიებს. არ ვამბობთ, რომ მოგზაურობა უსაფრთხოა. რისკები, როგორიცაა ჯანდაცვისა და ფინანსური გარანტიები, თქვენზეა“, - განაცხადა ევროკომისარმა.
დღეს ევროკომისიამ გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებს მოუწოდა, გადაარჩინონ „საზაფხულო ტურიზმი“ და გახსნან საზღვრები.
ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში აცხადებენ, რომ ევროპის ქვეყნებს შორის „შეუზღუდავი, თავისუფალი გადაადგილება“ საფრთხეს არ შექმნის, თუ თვითმფრინავებში პირბადეების გაკეთება, მატარებლებში კი სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება.
ევროკომისიის რეკომენდაციას სავალდებულო ხასიათი არ აქვს. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ტურისტებისთვის საზღვრის გახსნას ივლისამდე არ გეგმავს.
Imedinews.ge