ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის 90-დღიანი ვადა 3 ათასმა ადამიანმა დაარღვია

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის 90-დღიანი ვადა 3 ათასმა ადამიანმა დაარღვია

access_time2017-07-24 10:10:51

 

2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 55 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე 3 ათასი არ დაბრუნებულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ის პირები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ აღნიშნულმა 3 ათასმა ადამიანმა ევროკავშირთან არსებული 90-დღიანი უვიზო რეჟიმი დაარღვია, ვინაიდან, შესაძლებელია, ამ მოქალაქეების ნაწილი ისეთ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს ასევე უვიზო რეჟიმი აქვს.

„შეიძლება მათგან ზოგი უკრაინაში გადავიდა, ზოგი - ბელორუსში, ზოგი - თურქეთში. ცალსახად მათზე ვერ ვიტყვით, რომ 90-დღიანი უვიზო რეჟიმის დამრღვევები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი ჩასმული გვყავს პოტენციურ რისკ ჯგუფში და ვუწევთ მონიტორინგს, რომელი რეგიონებიდან წავიდნენ, ვინ არიან, რა კავშირები აქვთ, პოტენციურად რა შეიძლება აინტერესებდეთ და ა.შ. ძირითადად, დიდი რისკები ჯერჯერობით არ გვქონია, ვინაიდან დიდი მასა, რაც გადის ქვეყნიდან, უკან ბრუნდება. იმ ქვეყნებიდანაც, სადაც საქართველოს მოქალაქეები ჩადიან, ჯერჯერობით სიგნალები არ გვაქვს“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ მონაცემებში არ შედიან ის პირები, რომლებმაც სახმელეთო საზღვრებით ისარგებლეს.

„მაგალითად, თუ ვინმე ჩავიდა ბელორუსში, დარჩა ერთი კვირა და მერე ჩავიდა ლიტვაში, ასეთი ხალხი ამ მონაცემებში არ ხვდება“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

რაც შეეხება ქვეყნებს, რომელსაც ყველაზე მეტად სტუმრობენ საქართველოს მოქალაქეები, როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, ვიზიტორების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ ქვეყნებშია, სადაც პირდაპირი ავიარეისები მოქმედებს.

„ვიზიტორების ყველაზე დიდი მაჩვენებელი იმ ქვეყნებშია, სადაც საქართველოდან პირდაპირი რეისებია და ასევე, სადაც დიდი დიასპორა გვყავს - გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, საბერძნეთი და ა.შ. ამ სამი თვით თუ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რისკები დიდი არ არის. პრევენციულმა მუშაობამ, გარკვეულმა საინფორმაციო კამპანიებმა შედეგი გამოიღო და მოქალაქეები მიდიან მოწესრიგებულად. რაც მთავარია, ასევე მოწესრიგებულად ბრუნდებიან უკან“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.



„დაუყოვნებლივ უნდა გადავადდეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ 520-ე დადგენილების ამოქმედება“

 „დაუყოვნებლივ უნდა გადავადდეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ 520-ე დადგენილების ამოქმედება“
access_time2019-11-19 14:34:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დაუყოვნებლივ უნდა გადავადდეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ 520-ე დადგენილების ამოქმედება ( ამოქმედება 21 ნოემბრიდან) , რადგან ის დიდი ალბათობით ქმნის რისკს დაკავშირებულს პაციენტის უფლებასთან მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა. - როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრი , ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების გარშემო შექმნილ ვითარების...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს ახალი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს ახალი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარუდგინა
access_time2019-11-19 13:30:10
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) შეხვედრას ახალ ბიზნესომბუდსმენთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი გახარიამ ასოციაციის წევრებს წარუდგინა ახალი ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი, რის შემდეგაც ისაუბრა ბიზნეს გარემოს განვითარების და დაცულობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს სტაბილური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნეს გარემო, სადაც ბიზნესმენები და ინვესტორები თავს დაცულად იგრძნობენ. მიხეილ დაუშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერს წარდგენისთვის,...

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა
access_time2019-11-19 14:20:50
კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს.დღევანდელი მონაცემებით, TBC ბანკის ვალუტის გაცვლის სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0030 ლარია, საქართველოს ბანკში კი ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის 3,0020 ლარი. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დოლარის ფასი 2.9736 ლარია. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გუშინ 0.13 თეთრით...

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა
access_time2019-11-19 13:24:14
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოიცა.ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან,...

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი პრემიერს ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“
access_time2019-11-19 12:54:38
ბიზნესმენი და  დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ინიციატივით გამოდის და  აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც  შერჩეული კანდიდატის  აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცება მოხდება. „ბიზნესომბუდსმენი არ უნდა იყოს პრემიერის დანიშნული, ან შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებელია კანდრიდატურები ბიზნესასოციაციებმა მიაწოდონ. იმედი მაქვს, რომ ახალი კადრი იქნება ბიზნესისა და სამართლიანობის დამცავი....


მსგავსი სიახლეები

up