ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ბავშვები არაჯანსაღი საკვების რეკლამისგან დაცულები უნდა იყვნენ

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ბავშვები არაჯანსაღი საკვების რეკლამისგან დაცულები უნდა იყვნენ

access_time2018-07-30 20:10:17

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებმა არაჯანსაღი საკვების (junk food) რეკლამის რეგულირებასთან, კერძოდ კი მის შეზღუდვასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები წარადგინეს. მათი განცხადებით, უპირველეს ყოვლისა ასეთი საკვების რეკლამისგან ბავშვები უნდა იყვნენ დაცულები. ინფორმაციას Die Welt-ი ავრცელებს.

საქმე ეხება ისეთ საკვებს, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს კარბოჰიდრატებს (ნახშირწყლებს), გამდიდრებულ ცხიმებს, ტრანსცხიმებს, ასევე შაქარსა და მარილს. ჯანდაცვის მინისტრები არაჯანსაღ საკვებს განიხილავენ, როგორც მომხმარებელთა უფლებების დარღვევას და ჯანმრთელობის დისბალანსის ხელშეწყობას.

გამოცემის ცნობით, მათი ინიციატივა ემსახურება მხოლოდ პრევენციულ პოლიტიკას. ამავდროულად, მათი წინადადებები მშობლების მიმართ უნდობლობის გამოხატულებაა. მათ მიაჩნიათ, რომ ბავშვები არ არიან დაცულები მავნე რეკლამისგან, რომელიც მათ არაჯანსაღ საკვებს ანდომებს. მიზეზი, რის გამოც ბავშვები არ შეიძლება მოექცნენ მოზრდილთა თანაბარ პირობებში, არის ის, რომ მათ არ შეუძლიათ სწორად შეაფასონ მათი ქმედებების შედეგები - ამ შემთხვევაში კი საკვებზე გაკეთებული არჩევანის შედეგი.

პროდუქტსა და ბავშვს შორის მშობელი დგას, რომელიც ამ პროდუქტს შვილისთვის ყიდულობს. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა მშობლებისთვის იმის გააზრებაში დახმარებაა, თუ რა ზიანს აყენებს არასწორი საკვები მათ ბავშვს. საკითხში ცნობიერების ამაღლება მომხმარებელს ძლიერს ხდის, იმიტომ რომ ის ინფორმირებული ხდება.


თუმცა ეს მხოლოდ ინიციატივებია. როგორც Die Welt-ი წერს, მნიშვნელოვანი ანალიზია ჯერ ჩასატარებელი იმისთვის, რომ არ დაირღვეს, ერთი მხრივ, ბავშვთა სწორი კვების პრინციპები და, მეორე მხირვ, ისე არ მოხდეს, რომ სახელმწიფო მშობლის მიერ შვილის აღზრდის პროცესში ჩაერიოს.


imedinews.ge




19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს

ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხვალ პირველ თვითმფრინავს შემოიყვანს
access_time2020-10-19 17:30:07
ავიაკომპანია „აირ ჯორჯიამ“ შესაძლოა, დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყოს. როგორც ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა, პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ხვალ შემოვა, მეორე კი დაახლოებით, 1 თვეში.   გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას Wizz Air-ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო...


მსგავსი სიახლეები

up