ევროკავშირში აცხადებენ, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფენ

ევროკავშირში აცხადებენ, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფენ

access_time2020-02-24 13:30:16

ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეს ლენარჩიჩმა და ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.



როგორც ევროკომისარმა იანეს ლენარჩიჩმა აღნიშნა, ევროკავშირი ყველა მიმართულებით მუშაობს, რათა დაიცვას ევროკავშირის მოქალაქეები და სხვა ადამიანები ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. მისი თქმით, ევროკავშირი მთავარ პრიორიტეტს კორონავირუსის გავრცელების შეკავება წარმოადგენს.



„ეს არის გლობალური გამოწვევა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების თანამშრომლობას მოითხოვს. ის ასევე ქვეყნებში ყველა სექტორის კოორდინაციას მოითხოვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაცხადებთ 230 მილიონ ევროზე მეტის მობილიზების შესახებ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში“, – აღნიშნა ლენარჩიჩმა.




​ლენარჩიჩის განცხადებით, აღნიშნული თანხიდან ევროკავშირი 114 მილიონ ევროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიაციას გამოუყოფს, 15 მილიონით კი, ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარება, რათა მათ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ. 100 მილიონი ევრო სამეცნიერო კვლევებს, ვაქცინის შემუშავებასა და მკურნალობას მოხმარდება. კიდევ სამი მილიონი ევრო ჩინეთის ევროკავშირის მოქალაქეები რეპატრიაციაზე დაიხარჯება.



მსოფლიოში კორონავირუსს უკვე 2 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაავადება 29 ქვეყანაშია გამოვლენილი.



1tv.ge







Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1778 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2150 ლარი ღირს
access_time2020-04-06 12:30:19
ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1706-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1778-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1576 ლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, წინა კვირაში  Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულება  3,4-იან ნიშნულს გასცდა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში...

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“

ლაშა პაპაშვილი - „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ,რაც ჰეჯირებას გულისხმობს“
access_time2020-04-06 13:00:23
მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარის კურსის გადასარჩენად მთავრობას ინტერვენციების ნაცვლად ჰეჯირების გეგმა შესთავაზეს. „მთავრობას ლარის გადარჩენის გეგმა შევთავაზეთ, რაც ჰეჯირებას გულისხმობს, იმედია...

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...


მსგავსი სიახლეები

up