ევროკავშირს ზამთრისთვის საკმარისი გაზი აქვს - სიმსონი

ევროკავშირს ზამთრისთვის საკმარისი გაზი აქვს - სიმსონი

access_time2021-10-08 16:30:00

ევროკავშირის ქვეყნებს გაზის საკმარისი მარაგი აქვთ ზამთრის გასატარებლად, მაგრამ ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა სიგნალია, რომ აუცილებელია განახლებად წყაროებზე სწრაფად გადასვლა და ევროკავშირის გაზის ბაზრის სისტემური რეფორმაცია.

„ევროპაში გაზის მიწისქვეშა საცავები 75%-ითაა დატვირთული. მართალია, ეს დონე ათი წლის საშუალოზე დაბალია, მაგრამ ადეკვატურია ზამთრის სეზონის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – განუცხადა ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ევროპარლამენტარებს.

გაზის ფასების ზრდაზე დებატებისას, სიმსონმა აღნიშნა, რომ ფასების ზრდამ ყველაზე მეტად ევროკავშირის ყველაზე ღარიბი მოქალაქეები დააზარალა, ამასთან ეს უარყოფითად აისახება ბიზნესის საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რაც ეკონომიკის აღდგენის დინამიკას ანელებს. მან აქვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტს მალე წარუდგენს გაზის ბაზრის რეფორმაციის გეგმას.



„წლის ბოლოსთვის გაზის ბაზრის რეფორმას შემოგთავაზებთ და ამ კონტექსტში განვიხილავ შენახვისა და მიწოდების უსაფრთხოების საკითხებს“, – აღნიშნა სიმსონმა.



სიმსონის შეფასებით, ესპანეთმა საკმაოდ საინტერესო იდეა წამოაყენა, რაც ევროკავშირის მიერ გაზის ერთიანი საცავის შექმნას გულისხმობს. შესაბამისად, შეიქმნება 450-მილიონიანი ერთობლივი ბაზარი და გაზის შეძენისას ისინი ერთნაირი პირობებით ისარგებლებენ.




სიმსონის განცხადებით, ვიდრე პრობლემის მოგვარების გრძელვადიან პროექტებზე ვისაუბრებდეთ და მისი გადაჭრის გზებს განვიხილავდეთ, მნიშვნელოვანია მოკლევადიანი პოლიტიკის გატარება, რაც ყველაზე მეტად ღარიბ მოქალაქეებს პრობლემის შემსუბუქებაში დაეხმარება. შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირის მთავრობამ მიზნობრივი დახმარება გამოყოს გადასახადების პირდაპირი სუბსიდირების გზით.



„მოქალაქეების დასახმარებლად მთავრობებს შეუძლიათ, ნახშირბადის ნებართვის გაყიდვიდან მიღებული თანხები გამოიყენონ, ასევე კონკურენციის ორგანოებმა ენერგეტიკის ბაზარზე სპეკულაციები უნდა აღკვეთონ“, – დაამატა სიმსონმა.



მომავალ კვირას კომისიამ ღონისძიებების ჩამონათვალი უნდა წარმოადგინოს, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნება.



„ევროპამ წევრ სახელმწიფოებს სწრაფი, კოორდინირებული მოქმედებებით უნდა უპასუხოს და გამოიყენოს თავისი ერთიანი ბაზარი, რათა თავიდან ავირიდოთ მომავალი კრიზისები. ასევე უნდა გავაანალიზოთ ერთიანი ენერგიის გეოპოლიტიკის მნიშვნელობა და განვავითაროთ სტრატეგიული მიდგომა გარე ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართ“.



წყარო: forbes.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up