ევროკავშირმა ვაქცინაციის პრობლემები დაძლია

ევროკავშირმა ვაქცინაციის პრობლემები დაძლია

access_time2021-05-26 18:30:17

ამ დროისთვის ევროკავშირის მოსახლეობის 34,4%-ს მინიმუმ ვაქცინის ერთ დოზა აქვს გაკეთებული  - იუწყება საიტი Our World in Data.

 

ეს თითქმის 3-ჯერ მეტია, ვიდრე აპრილის დასაწყისში, როდესაც ეს მაჩვენებელი 12,4%-ს შეადგენდა. ამდენად, ვაქცინაციის წარუმატებელი დაწყების მიუხედავად, ევროპა ლიდერ-ქვეყნებს - ისრაელს (62,%), ბრიტანეთს (55,3%) კანადას (49,7%) და აშშ-ს (48, 2%) სავარაუდოდ, სულ მალე დაეწევა.

 

პოზიტიურ სტატისტიკას ევროკავშირის პროფილაქტიკის და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ადასტურებს - მინიმუმ 1 აცრა ევროკავშირის მოსახლეობის 39,6%-მა გაიკეთა. მაშინ, როდესაც აპრილის დასაწყისში  - მხოლოდ 15,9%-მა.

 

ევროკავშირში ვაქცინაციის კუთხით ლიდერები არიან მალტა (60%), უნგრეთი (58,1%), ფინეთი (48,2%), კვიპროსი (46,2%) და ბელგია. აუთსაიდერებს შორის არიან ბულგარეთი (12,7%), ლატვია (23,5%)  და რუმინეთი (25,1%).

 

რაც შეეხება ევროკავშირის 3 უმსხვილეს ეკონომიკას - გერმანიას, საფრანგეთს და იტალიას, ზრდის მიუხედევად, იქ ვაქცინაცია მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებმა გაიარა - საფრანგეთში 38,5%, იტალიაში 39,3%, გერმანიაში 44,3%-მა.

 

იმუნიზაციის ტემპები ევროპაში ვაქცინისადმი უნდობლობამ ვერ შეანელა  - Eurobarometer-ის გამოკითხვის თანახმად, ვაქცინისადმი ყველაზე სკეპტიკური დამოკიდებულება აცრის კუთხით ლიდერ-ქვეყნებშია - კვირპოსზე 84% და უნგრეთში - 80%. როგორც ჩანს, მოსახლეობა პრეპარატებს არ ენდობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვაქცინაციას პანდემიასთან შედარებით ნაკლებ ბოროტებად მიიჩნევს.

 


ევროკავშირის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევა მოახერხა. ევროკომისიის თავჯდომარის ურსულა ფონ დერ ლიაინენის თქმით, ივლისის ბოლოსთვის ევროპაში აცრილი  ზრდასრული მოსახლეობის 70% იქნება.

 

შედეგად, ევროკავშირში დაინფიცირების მაჩვენებელმა კლება დაიწყო - 15 აპრილს ეს მაჩვენებელი 100 000 ადამიანზე 331-ს შეადგენდა, 22 მაისს კი - მხოლოდ 104-ს.

 

მთავარი ფაქტორი, რომელმაც ვაქცინაციის ტემპების მნიშვნელოვანი ზრდა შესაძლებელი გახდა, პრეპარატის მიწოდების გაუმჯობესება გახდა. ვაქცინაციის პროგრამის დასაწყისში ეს პრობლემა იყო, რადგანაც ფარმაცევტული კომპანიები საჭირო რაოდენობის ვაქცინების წარმოებას ვერ ასწრებდნენ.

 

მაგალითად, AstraZeneca-მ პირველ კვარტალში დაგეგმილი 90 მლნ. დოზის ნაცვლად მხოლოდ 30 მლნ. გამოუშვა.

 

მარტის ბოლოსთვის მდგომარეობა გაუმჯობესდა, და Barclays-ს პროგნოზით, მეორე კვარტალში ევროკავშირი 376 მლნ., მე-3-ში - 598 მლნ.-ს, ხოლო მე-4-ში - 392 მლნ. დოზას მიიღებს.

 

ევროკავშირში ვაქცინაციის დაჩქარება ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი ტურიზმისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, და კრიზისის შემდეგ აღდგენაში დაეხმარება. ევროკომისიის პროგნოზით, ევროკავშირის ეკონომიკა 2021 წელს 4,2%-ით, ხოლო 2022-ში - 4,4%-ით გაიზრდება.

 

ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ვაქცინაციის ტემპებზე პირდაპირაა დამოკიდებული.

 

ეს განსაკუთრებით ტურიზმს ეხება - ევროპაში გადაადგილების და მოგზაურობების შეზღუდვების და აკრძალვების მოხსნა უკვე დაიწყეს, რაც ტურისტული სექტორის აღდგენის პირველი ნაბიჯი იქნება.

 

Rbc.ru

 

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up