ევროკავშირმა უკრაინის საკითხზე რუსეთისთვის დაწესებული პერსონალური სანქციების მოქმედება 6 თვით გაახანგრძლივა.
„დღეს ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, 2021 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივდეს სანქციები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
2014 წელს ევროკავშირმა იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის დაიწყო სანქციების დაწესება, რომლებიც ძირს უთხრიდნენ ან საფრთხეს უქმნიდნენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. სასანქციო სიაში 175 ფიზიკური პირი (რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები) და 44 ორგანიზაციაა შეყვანილი.
imedinews.ge