ევროკავშირში შესაძლოა, კომპანია Apple-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყოს. საქმე ეხება 2019 წელს შესულ საჩივარ, რომლის ავტორია შვედური სტრიმინგ სერვისი Spotify. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება.
სააგენტოს წყაროს ცნობით, ევროკომისია გამოძიების დაწყებამდე გააგზავნის კომპანიაში დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი იქნება ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონდებლობის დარღვევის რამდენიმე ფაქტის შესახებ.
როგორც ცნობილია, Spotify გახლავთ კონკურენტი მუსიკალური სერვისის Apple Music. როგორც შვედური კომპანია საჩივარში აღწერდა, Apple უსამართლოდ ზრდის ტარიფებს აპლიკაციების ელექტრონულ მაღაზიაში AppStore. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გამო Spotify-ის უწევს ხელმომწერთათვის მომსახურებაზე ტარიფის გაზრდა. ასე ამერიკული კომპანია ცდილობს გააკონტროლოს კომპანიები, რომლებსაც არ მოეძებნებათ ალტერნატივა: Apple-ის მოწყობილობების მფლობელებს პროგრამების გადმოწერა შუძლიათ მხოლოდ მისი აპლიკაციების მაღაზიიდან.
BPN.GE