ევროკავშირმა ოქტომბერში პრაღაში დაგეგმილ სამიტზე რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ლიდერი მიიწვია. ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
სამიტზე მიწვეული მონაწილეების სია შემდეგია: ალბანეთი, ავსტრია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კოსოვო, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრა პრაღაში 6 ოქტომბერს გაიმართება.
სამიტის მთავარი მიზანია ლიდერებმა პოლიტიკური დისკუსია გამართონ ევროპის კონტინენტისთვის საერთო ინტერესის სტრატეგიულ საკითხებზე.
დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ენერგეტიკული კრიზისი და ეკონომიკური მდგომარეობა.