ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

access_time2019-12-09 20:00:53

ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად.


მთავრობების წარმომადგენლები საკითხის შესწავლის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ სადღეისოდ ლიბრას რისკების გათვლა შეუძლებელია, ამიტომაც ჯერ საჭიროა ამ საკითხების დასარეგულირებლად ახალი კანონების მიღება. ევროკავშირის ფინანსური საკითხების კომისრის ვალდის დომბროვსკისის თქმით, შესაბამისი სამუშაო უკვე დაწყებულია.


პარალელურად, ევროკავშირის ცენტრალური ბანკი აგრძელებს მუშაობას საკუთარ კრიპტოვალუტაზე, რომელიც  კერძო ვირტუალური ფულის ალტერნატივა იქნება. თუმცა, ევროპული კრიპტოვალუტა  მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ჩვეულებრივი საბანკო ანგარიშსწორება საგრძნობლად გაძვირდება.


საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის თაობაზე მარკ ცუკერბერგმა  2019 წლის ივნისში განაცხადა. პირველ ეტაპზე Facebook-ის ვალუტის შექმნაში მონაწილეობდნენ ბაზრის მსხვილი მონაწილეები, მათ შორის MasterCard და Visa. თუმცა, ამერიკულმა რეგულატორმა  ეს პროექტი ფასიანი ქაღალდების უკანონო განთავსებად ჩათვალა, რის შემდეგაც პარტნიორების დიდმა ნაწილმა, „ ლიბრასთან“  დაკავშირებული შეთანხმება დატოვა.



თავიდანვე ცუკერბერგის იდეა  კრიტიკის საგანი გახდა. კერძოდ, CoinShares-ის გენერალური დირექტორის მელტემ დემირორის თქმით, „ლიბრა“ არის მონაცემთა ბაზა, შექმნილი ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც არავინ ენდობა.


„ლიბრა არ არის კრიპტოვალუტა, რადგანაც მას გააჩნია მაღალცენტრალიზებული სტრუქტურა და ის არ არის  თავისთავად აქტივი - ის გამაგრებულია სხვა აქტივებით, რაც უქმნის ფუნდამენტალურ რისკებს მომხმარებლებს“ - განაცხადა მან.


მისი თქმით, ბიტკოინი დეცენტრალიზებულია, ვერავინ ვერ აკონტროლებს ქსელს და ტრანზაქციებს, „ლიბრა“ კი პირიქით,  კერძო კომპანიების ჯგუფის მიერ იმართება.„ბიტკოინი უკვე 10 წელი მუშაობს და მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ  მოახერხა ბლოკჩეინის გაკონტროლება“ - განაცხადა CoinShares-ის დირექტორმა.


„ლიბრასთან“ დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა ასევე აშშ-ს ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა. მისი თქმით, ბევრი კითხვა არსებობს პერსონალური მონაცემების დაცვის და ფულის გათეთრების მხრივ, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ სადღეისოდ სოციალურ ქსელს  2,5 მლრდ. მომხმარებელი ჰყავს.


secretmag.ru

თენგიზ აბლოთია


თეგები:
Facebook



გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად

გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად
access_time2020-09-20 20:13:05
“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი. ” თქვა...

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა
access_time2020-09-20 20:35:56
ჩაკ ფინი მაღაზიების ქსელის Duty Free-ს წყალობით მილიარდერი გახდა, თუმცა, ამან მისი მოკრძალებული, და ასკეტური ცხოვრების წესი ვერ შეცვალა. მან სპეციალური ფონდი Giving While Living შექმნა, რომლის მიზანიც იყო აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება სიცოცხლეში, და არა ფულის გადაცემა ფონდებისთვის გარდაცვალების შემდეგ,ბოლო 40 წლის მანძილზე ფინიმ ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დოლარი გაიღო. 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2 მლნ. დოლარი გადადო იმისთვის, რომ მას...

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up