ევროკავშირმა ენერგეტიკულ კომპანიებს შესაძლოა, ჭარბი მოგების გადასახადი დაუწესოს

ევროკავშირმა ენერგეტიკულ კომპანიებს შესაძლოა, ჭარბი მოგების გადასახადი დაუწესოს

access_time2022-09-07 13:40:00

ევროკავშირი ენერგეტიკული კომპანიების გაზრდილ მოგებაზე ეროვნულ დონეზე გადასახადების შემოღებას ცდილობს. ინფორმაციას Financial Times (FT) წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, ევროპელი მმართველები მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის ელექტროენერგიის მაღალი ღირებულების კომპენსაციის გზებს ეძებენ. შესაძლო გადასახადებზე ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები პარასკევს, 9 სექტემბერს შეხვედრაზე იმსჯელებენ. FT-ის წყაროების ცნობით, გადასახადები შესაძლოა, შეეხოს როგორც წიაღისეული ენერგიის მიმწოდებლებს, ასევე, ეკოლოგიურ, დაბალი ნახშირბადის გენერირების, მაგალითად, ატომური ელექტროსადგურებისა და ქარის ტურბინების კომპანიებს.


გაზეთი წერს, რომ ხელისუფლება შეეცდება, ეს გადასახადები გაჭირვებული მომხმარებლებისა და ოჯახების მხარდასაჭერად გამოიყენოს. FT-ის შეფასებით, ელექტროენერგიის ღირებულება ევროპაში მკვეთრად გაიზარდა, რაც გაზის ფასს იმის მიუხედავად უკავშირდება, გამოიყენება თუ არა ბუნებრივი აირი ამ ენერგიის გამომუშავებისთვის. ამჟამად გაზი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 12-ჯერ უფრო ძვირია.


5 სექტემბერს ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა წინადადებით, რუსეთიდან მილსადენებით შემოსული გაზის ღირებულება შეიზღუდოს, ხოლო ენერგეტიკული კომპანიების ჭარბ მოგებაზე გადასახადი დაწესდეს, თუმცა მექანიზმი არ დაუზუსტებია. ფონ დერ ლეიენის თმქით, ბრიუსელი უზრუნველყოფს, რომ მწარმოებელ კომპანიებს საკმარისი ლიკვიდობა ჰქონდეთ.



ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი რუსული გაზის შეზღუდული მიწოდების გამო გაჩნდა. გაზსადენ Nord Stream-ის მეშვეობით მიწოდება საპროექტო სიმძლავრიდან ჯერ 20%-მდე შემცირდა, ხოლო 31 აგვისტოდან მთლიანად შეწყდა. ექსპორტი 2 სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა იმ დღეს „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ ზეთის გაჟონვის აღმოჩენის გამო მილსადენის ექსპლუატაციას მანამ არ დაიწყებს, ვიდრე გაუმართაობა არ გამოსწორდება, რადგან არსებობს ზეთის აალების, ხანძრისა და აფეთქების საფრთხე. კომპანიას კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია. თუმცა Siemens Energy, რომელიც ტურბინებს ემსახურება, გაზის ექსპორტის შესაჩერებლად ტექნიკურ მიზეზს ვერ ხედავს.


გუშინ გაზის ფიუჩერსების ფასი, ევროკავშირის მოსალოდნელი გადაწყვეტილების ფონზე, თითქმის, 3%-ით დაეცა და 1 მგვტ/სთ-ზე 238,6 ევრო შეადგინა, ხოლო აუქციონზე ფასები 13%-ით შემცირდა.


ბიზნესპრესნიუსი



თეგები:
გადასახადი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up