ევროკავშირმა და საქართველომ  საქართველოს გარემოს დაცვის სისტემის მხარდაჭერის 18-თვიანი პროექტის შედეგები შეაჯამეს

ევროკავშირმა და საქართველომ საქართველოს გარემოს დაცვის სისტემის მხარდაჭერის 18-თვიანი პროექტის შედეგები შეაჯამეს

access_time2020-10-16 10:19:28

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის პროექტის „მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელებაში“ დასკვნით ონლაინ შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრაზე პროექტის ძირითადი მიღწევები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.



„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების დროული შესრულება. უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, მოგვეცა საშუალება, შეგვემუშავებინა ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა საზღვაო გარემოს სტრატეგია და მოქმედებათა პროგრამა, ასევე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები. ეს დოკუმენტები ქმნიან ჩარჩოს ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გასაგრძელებლად, როგორიცაა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ეფექტიანი სისტემის დანერგვა და შავი ზღვის ეკოლოგიური სტატუსის გაუმჯობესება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.



„ევროკავშირი გარემოს დაცვის სფეროში მსოფლიო ლიდერია. ეს სფერო საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სხვადასხვა პროექტის საშუალებით, როგორიცაა, მაგალითად, აღნიშნული პროექტი, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, ჩვენ საქართველოს მთავრობას მხარს ვუჭერთ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში ისეთ სფეროებში, რომლებიც უშუალო ზემოქმედებას ახდენს საქართველოში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე. მოუთმენლად ველით გარემოს დაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მომავალშიც გაგრძელებას“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე დარასიმ.




ევროკავშირის პროექტი დაეხმარა საქართველოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობის შემუშავებაში, მოამზადა საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის სამუშაო ვერსია, ჩაატარა ტრენინგები ინსპექტორებისთვის და შეაფასა ჰაერის ხარისხის ასპექტები, აგრეთვე, მოამზადა ზურმუხტის სამი ტერიტორიის მართვის გეგმა და დაცული ტერიტორიების მონიტორინგისა და მართვის შესახებ ანგარიშები.



პროექტის შედეგები საქართველოს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების შესრულებასა და ქვეყნის გარემოსდაცვითი სისტემის გაუმჯობესებას საქართველოს ბუნებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ.



ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის სამუშაო ჯგუფის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up