ბელარუსმა და ევროკავშირმა ბრიუსელში სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება კონკრეტულად გულისხმობს ბელარუსის მოქალაქეებისთვის ვიზის გადასახადის 60 ევროდან 35 ევრომდე გაიაფებას და აგრეთვე სხვა ფორმალობების გამარტივებას.
ამასთან, 12 წლამდე ბავშვებისთვის, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროპაში სასწავლებლად მიდიან და ზოგიერთი სხვა ჯგუფისთვის ვიზა უფასო იქნება.
შეთანხმების გაფორმების შემდეგ მისი რატიფიკაცია ბელარუსის პარლამენტმა და ევროპარლამენტმა უნდა მოახდინონ.
imedinews.ge