Brexit-ის ვადები ევროკავშირმა 2020 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა

Brexit-ის ვადები ევროკავშირმა 2020 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა

access_time2019-10-28 13:36:10

ევროკავშირმა Brexit-ის ვადები 2020 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა, ხოლო მხარეების მიერ ჯონსონი-იუნკერის შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლას 30 ნოემბერს და 31 დეკემბერსაც შეძლებს. ამის შესახებ წერს გამოცემა The Guardian-ი, რომელიც ბრიუსელში დღეს დამტკიცებული დოკუმენტის პროექტს გაეცნო.



„თუ მხარეები რატიფიცირების პროცედურებს 30 ნოემბრამდე ან 31 დეკემბრამდე დაასრულებენ, Brexit-ი ამ თარიღებში ამოქმედდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო ვადა 2020 წლის 31 იანვარი იქნება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.



დიდი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს, Brexit-ის გამო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 12 დეკემბერს სურს, თუმცა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამისთვის მას დეპუტატების ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება, პრემიერის კონსერვატიულ პარტიას კი პარლამენტში უმცირესობა აქვს. ჯონსონს მიაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის უზრუნველყოფისთვის არის საჭირო.




20 ოქტომბერს ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის გადავადების საკითხზე ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, თუმცა, მასზე ხელი არ მოუწერია. კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს წერილიც მისწერა, რომელშიც განაცხადა, რომ Brexit-ის გადავადება შეცდომა იქნებოდა. ევროკავშირმა Brexit-ის გადავადებას მხარი დაუჭირა.



Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა.



imedinews.ge


თეგები:
Brexit



მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up