ევროკავშირმა BMW-ი და Volkswagen Group-ი $1 მილიარდით დააჯარიმა

ევროკავშირმა BMW-ი და Volkswagen Group-ი $1 მილიარდით დააჯარიმა

access_time2021-07-12 10:30:00

ევროკომისიამ BMW-ი და Volkswagen Group-ი 1 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმა. ევროკავშირის განცხადებით, გერმანული ავტომწარმოებლები ვალდებულები იყვნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, შეგნებულად არ იყენებდნენ სპეციალურ შიგაწვის ძრავებს, რომლებიც გარემოსთვის ნაკლებად საშიშ ნარჩენებს გამოყოფენ.


ევროკომისიის განცხადების თანახმად, გერმანული ავტომწარმოებლების, Volkswagen-ის, Audi-ს და Porsche-ს შორის მიღწეული შეთანხმება აზოტის ოქსიდის გაწმენდასთან დაკავშირებით, არღვევს ორგანიზაციის ანტიმონოპოლიურ კანონს. აღნიშნული სასჯელის დაკისრება ეყრდნობა 2009-2014 წლებში ავტომწარმოებლების რეგულარულ ტექნიკურ შეხვედრებზე განხილულ საკითხს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დიზელის აზოტის ოქსიდისგან გაწმენდის თაობაზე.


შესაბამისად, ხუთ ავტომწარმოებელს, BMW-ს, Volkswagen-ს, Audi-ს, Porsche-ს დაDaimler-ს ბრალი ედებათ იმაში, რომ ისინი უგულებელყოფდნენ ევროკავშირის სტანდარტებს და შეგნებულად, სრულად არ მოიხმარდნენ მათ მფლობელობაში არსებულ გაწმენდის ტექნოლოგიებს, რომლებიც მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად აუცილებელია.



აღნიშნული კანონდარღვევის გამო, ევროკომისიის მიერ Volkswagen-ს 595 მილიონი აშშ დოლარის, ხოლო BMW-ს 442 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. ორგანიზაციის მიერ დაწესებული ჯარიმა არ შეეხო კომპანია Daimler-ს, რადგან მან კარტელური შეთანხმება გამოაააშკარავა.


Volkswagen-ის წარმომადგენლების თქმით, ისინი ევროკავშირის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. მათი განცხადებით, ევროკომისია შედის ახალ იურისდიქციაში, რადგან პირველად განიხილავს ტექნიკურ კოოპერაციას, როგორც ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევას. გარდა ამისა, ევროპის ყველაზე დიდი ავტომწარმოებლის თქმით, ისინი არ უნდა დაჯარიმდნენ, რადგან მათ მიერ მიღწეული შეთანხმება არ შესრულებულა და, შესაბამისად, არც ერთი მომხმარებელი არ დაზარალებულა. Volkswagen-ი აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მიღწეული შეთანხმება ტექნიკურ კოოპერაციაზე განახლებას საჭიროებს და არ ერგება თანამედროვე ავტოინდუსტრიის მოთხოვნებს.


შეგახსენებთ, რომ Volkswagen-ში დიზელის ძრავის რეგულაციების დარღვევის გამო გამოძიება ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. გასულ თვეს Volkswagen-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ ვინტერკორნმა განაცხადა, რომ 14 მილიონი აშშ დოლარის გადახდას აპირებდა, რადგან მისი მმართველობის პერიოდში სათანადოდ ვერ გააკონტროლა დიზელის ტექნოლოგიის არალეგალური გამოყენება.


forbes.ge


თეგები:
ჯარიმა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up