სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან წერილი გაუგზავნა თავის ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს, სადაც მას დახმარებას სთხოვს კორონავირუსთან ბრძოლაში, მას შემდგომ რაც ევროპამ სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტი აკრძალა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში.
„მე გავუგზავნე წერილი სი ძინპინს, სადაც მას პირველად ვუწოდე არამხოლოდ ძვირფასი მეგობარი, არამედ ძმა, და, არამხოლოდ ჩემი პერსონალური მეგობარი და ძმა, არამედ მთელი ქვეყნის“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
მისივე თქმით, მათ არც პროდუქტის იმპორტი შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებიდან.
„დღეს, როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის გადაწყვეტილებების თანახმად, ჩვენ არც საქონლის იმპორტი შეგვიძლია ევროპიდან. ევროკავშირის გადაწყვეტილებებით, ჩვენ აღარც სამედიცინო აღჭურვილობის შემოტანა შეგვიძლია ევროკავშირის ქვეყნებიდან“, – დასძინა მან.
მისივე თქმით, მან ჩინეთს სთხოვა, სერბეთისთვის ყველაფერის გაგზავნა, ექიმებისაც კი, რადგან მათი ექიმები უკვე დაიღალა.კვირას, ბრიუსელმა დააწესა აკრძალვა ევროკავშირის მასშტაბით, ზოგიერთი სამედიცინო დამცავი აღჭურვილობის ექსპორტზე გატანის, საკმარისი მარაგების შესანარჩუნებლად.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაინი თქმით, სამედიცინო პროდუქცია, მხოლოდ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან უნდა მოხდეს, ისიც ევროკავშირის მთავრობების თანხმობით, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის.
სერბეთის პრეზიდენტის, ვუჩიჩი აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გააბრაზა.
„ადამიანები, ვინც ლექციებს გვიკითხავს, გვეუბნება, რომ არ შევიძინოთ პროდუქცია ჩინეთისგან. ჩვენ შევევდრებით ჩინეთს, რომ მოვიდეს და დაგვეხმაროს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
ამის თაობაზე გამოცემა Balkaninsight.com-ი წერს.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“