ევროკავშირისთვის სესხზე უარის თქმა დეგნანისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა

ევროკავშირისთვის სესხზე უარის თქმა დეგნანისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა

access_time2021-09-02 11:30:13

აშშ–ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისთვის 75 მლნ–იან სესხზე უარის თქმა, რომლის წინაპირობაც რეფორმების გატარება იყო, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.



ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა 2 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონში“ ამერიკული კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.



"ჩვენთვის სიურპრიზი იყო. ცოტა არ იყოს გაკვირვებულები ვართ საქართველოს მთავრობის განცხადებით, რომ არ ჭირდებათ 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხი ევროკავშირისგან პანდემიის მძიმე გავლენის და უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად. ამ სესხის დანიშნულება იყო გაეტარებინა საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმები და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ შეწყვიტოს რეფორმების გატარება. რა თქმა უნდა ამას გამოეხმაურება ვაშინგტონიც. კონგრესი, რა თქმა უნდა უყურებს, რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით რა სჭირდება საქართველოს. 75 მილიონი ევრო ცოტა ფული არ არის" - თქვა კელი დეგნანმა.




პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1–ელ სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირისთვის სესხზე უარის თქმა საგარეო ვალის შემცირების სურვილით ახსნა. მალევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომ კრემლი მზადაა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისთვის, თუმცა არა უპირობოდ.



„თუ საქართველოს ნამდვილად არ სურს რუსეთის კარტის გათამაშება დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისთვის, არამედ სურს ჩვენთან, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ მომენტში“, - განაცხადა მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში ცოდნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.



ლავროვის ამ განცხადებასთან დაკავშირებით კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს რუსეთისგან არაერთი განცხადება მოუსმენია სხვადასხვა დროს, თუმცა ისინი არადამაჯერებელია მანამ, სანამ რუსეთი არ დატოვებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up