ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან საქართველომ დიდი ოდენობით სამედიცინო დამცავი საშუალებები მიიღო

ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან საქართველომ დიდი ოდენობით სამედიცინო დამცავი საშუალებები მიიღო

access_time2020-07-26 11:05:52

ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ პერსონალს დამცავ საშუალებებს გადასცემს. როგორც ევროკავშირი მისიაში აცხადებენ, საქართველომ „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ეფექტურად და უსაფრთხოდ ბრძოლის ხელშეწყობისათვის დიდი ოდენობით სამედიცინო დამცავი საშუალებები მიიღო.

„1.5 მილიონამდე ერთეული პირადი დამცავი საშუალების შეძენა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის დაფინანსებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძალისხმევით. ეს მოიცავს 5,000 სახის საფარს, 13,200 დამცავ სათვალეს, 30,000 საიზოლაციო ხალათს, 1,000,000 სამედიცინო ნიღაბს და 328,000 რესპირატორს.

ეს ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რომელიც ქვეყანამ დონორების მხარდაჭერით მიიღო. ის განკუთვნილია იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ უშუალოდ, წინა ხაზზე იბრძვიან. ეს დახმარება ჯანდაცვის სისტემას საშუალებას მისცემს, უფრო კარგად მოემზადოს გამოწვევების საპასუხოდ.

პირადი დამცავი საშუალებები ჯანდაცვის მუშაკების უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ის გადანაწილდება ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხრა რეგიონულ ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 4,200 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით“, – აცხადებენ ევროკავშირის მისიაში.

ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულების უფროსმა ვინსენ რეიმ და საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ ჩამოსული დახმარება ოფიციალურად გადასცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

„ევროკავშირი „კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს, საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. ამ სამედიცინო საშუალებების მოცულობა ერთ-ერთი ყველაზე დიდია და ქვეყანას სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებასა და წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკების დაცვაში დაეხმარება, როგორც ახლა, ასევე მომავალში. ეს დახმარება ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად უწევს და ასახავს ჩვენს მყარ პარტნიორობას“, – აღნიშნავს ვინსენ რეი.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში, როგორც ევროკავშირის ასევე ჯანმო-ს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

„აღნიშნული 15 ტონა ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუციაა, რაც საქართველომ ამ რთულ პერიოდში მიიღო. აღნიშნული დახმარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სწორედ იმ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ჯანმთელობის დასაცავად არის განკუთვნილი, ვისაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს კორონავირუსთან ბრძოლაში და ვისი დახმარებითა და დაუღალავი შრომითაც საქართველო დღეს იქ დგას, სადაც დგას და არის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ასეთი მარტივად მისაღწევი არ იქნებოდა რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სილვიუ დომენტემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მუშაკები პანდემიასთან ბრძოლისას წინა ხაზზე მოქმედებენ, რაც მათ ინფიცირების გაცილებით მაღალი რისკის წინაშე აყენებს.

„ისინი ჩვენი გმირები არიან, მაგრამ მათი შესაძლებლობები ადამიანურს არ აღემატება. ევროკავშირის გულუხვი დახმარებით მიღებული დამცავი საშუალებები უფრო შეამცირებს ყოველდღიურ რისკებს და დაიცავს როგორც ჯანდაცვის მუშაკებს, ასევე მათ პაციენტებს“, – აღნიშნა სილვიუ დომენტემ.

პირადი დამცავი საშუალებების საქართველოსთვის გადმოცემა შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მხარდაჭერის ფარგლებში. ამავე მხარდაჭერის ფარგლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დამატებით აქტივობებსაც განახორციელებს, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის მუშაკებისა და წინა ხაზზე მოქმედი პროფესიონალების ტრენინგს, ასევე ჯანდაცვის სექტორის მზაობის და უკეთესი რეაგირების შესაძლებლობების ზრდას. ეს დახმარება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი €400 მილიონი ევროს (დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი) ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირმა €15 მილიარდ ევროზე მეტი გაიღო „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან საბრძოლველად.


თეგები:
საქართველო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up