ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. განცხადებაში საქართველოს პარლამენტის განცხადება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით დადებითად არის შესაფესებული.
„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს სამართლებრივი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გადააგზავნის. როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, კანონპრპექტს მესამე მოსმენით აღარ განიხილავენ და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ვენეციის კომისიას, კანონი სამართლებრივად დროულად შეფასდეს.