ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით დანერგილი ახალი ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით ქართველი ფერმერები მოსავლიანობას ზრდიან და ხარჯებს ამცირებენ

ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით დანერგილი ახალი ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით ქართველი ფერმერები მოსავლიანობას ზრდიან და ხარჯებს ამცირებენ

access_time2021-07-23 11:40:23

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით დანერგილი ახალი ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით ქართველი ფერმერები მოსავლიანობას ზრდიან და ხარჯებს ამცირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, შესაბამისად, ამ სფეროში ნებისმიერი წინსვლა დიდი შედეგის მომტანია.

„2019 წლიდან, ENPARD-ის პროგრამის მესამე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO- მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს. წლევანდელი მოსავლით შედეგები უკვე სახეზეა - ქართველი ფერმერები მოსავლიანობას საგრძნობლად ზრდიან და ხარჯებს დაახლოებით 30%-ით ამცირებენ.

ზოგიერთი ბენეფიციარი ფერმერის შედეგების გასაცნობად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი, ჟორჟ დეუ და FAO-ს პროგრამების კოორდინატორმა, ხავიერ სან ალვარესი გორის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის და გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით მოწყობილ სადემონსტრაციო ნაკვეთებს ესტუმრნენ, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და მოსავლის აღებაში მონაწილეობა მიიღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი ნაკვეთი, რომელიც მათ მოინახულეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან მდებარეობს, სადაც ადგილობრივი ფერმერი გელა გოგნიაშვილი 10 ჰა ხორბლის ნაკვეთს ფლობს.

„2020 წლის ოქტომბერში, გელა ევროკავშრის და FAO-ს მხარდაჭერილ პროგრამაში ჩაერთო და მიწის ნულოვანი დამუშავების მეთოდის გამოყენება მისი ნაკვეთის ნახევარზე სცადა. მას მიეწოდა ნულოვანი დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკა და ტრაქტორი, ასევე FAO-ს აგრონომები ყურადღებით აკვირდებოდნენ მოსავლის მოყვანის მთელ პროცესს.

ვიზიტის დროს, ევროკავშირის და FAO-ს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ფერმერებს, ახალი ტექნოლოგიების და შედეგების შესახებ მათი აზრი მოესმინათ და მოსავლის აღებაში მონაწილეობა მიეღოთ.


როგორც გელა ამბობს, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების თანამედროვე მეთოდის გამოყენებით, მან მნიშვნელოვანი ეკონომია გააკეთა, რადგან მოსავლის მოსაყვანად მას ხვნის, დადისკვის და თესვის ხარჯები არ გაუწევია. მას უკვე შეუძლია შეადაროს მის მიწის ნაკვეთზე მიღებული შედეგები - ერთის მხრივ ტრადიციული, ხოლო მეორე მხრივ ნულოვანი მეთოდით მოყვანილი ხორბალი - და წინასწარი დაკვირვების თანახმად, ნულოვანი მეთოდით მიღებული მოსავალი უფრო მაღალი ხარისხისაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ევროკავშირის და FAO-ს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ სოსო ხუროშვილს, ხორბლის მწარმოებელ კიდევ ერთ ადგილობრივ ფერმერს, რომელმაც ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით ქართული ჯიშის ხორბალი ლომთაგორი თავის 3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ასევე გააშენა.

ინფორმაციის თანახმად, წინა წლებში, სოსო ჰექტარზე საშუალოდ 3 - 3.5 ტონა მოსავალს იღებდა. გელა გოგნიაშვილის მსგავსად, წელს სოსოც უკეთეს მოსავალს ელოდება, როგორც ხორბლის ხარისხის, ისე რაოდენობის მხრივ. ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით კიდევ ერთმა ადგილობრივმა ფერმერმა, გოჩა დანიელაშვილმა ისარგებლა. წელს მან ჰექტარზე უკვე 3,5 ტონა მოსავალი აიღო, რაც, წინა წლებთან შედარებით, ჰექტარზე დაახლოებით 800 კილოგრამით მეტია.

”ევროკავშირის დახმარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების სარგებლიანობის დემონსტრირებაა. დღეს ჩვენ სწორედ ასეთი დემონსტრაცია ვიხილეთ, ხორბლის ნულოვანი დამუშავებით მოყვანის მაგალითზე. შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია როგორც პროდუქტიულობის, ისე ხარისხის თვალსაზრისით. განსაკუთრებით სასიამოვნოა ფერმერების მზარდი ინტერესის და ამ ახალი მეთოდებისადმი მათი დადებითი დამოკიდებულების დანახვა, რაც ასევე მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშეწყობისთვის” , – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა ჟორჟ დეუმ.

როგორც FAO-ს პროგრამების კოორდინატორმა ხავიერ სან ალვარესმა განაცხადა, ორგანიზაცია FAO სრულ მზადყოფნას აცხადებს მდგრადი პრაქტიკისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის პოპულარიზაციაში, როგორიცაა ნიადაგის ნულოვანი დამუშავება.

„ნიადაგის ნულოვანი დამუშავება საქართველოში სოფლის მეურნეობის პერსპექტიულ პრაქტიკას წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ ფერმერთა მზარდ ინტერესს, ისინი გაცილებით მეტს აწარმოებენ ბევრად ნაკლები დანახარჯებით. ეს მიმართულება თანხვედრაშია ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებასთან“, რომელსაც ევროკავშირი ხელს უწყობს როგორც ევროპაში, ასევე მთელს მსოფლიოში,“ - განაცხადა ხავიერ სან ალვარესმა.

„ნიადაგის მინიმალური დამუშავება არის ნიადაგის სტრუქტურაზე მინიმალური ზემოქმედების ტექნიკა. მინიმალური დამუშავებისას ნიადაგის ზედაპირზე რჩება მუდმივი საფარი, რაც ნიადაგში წვიმის წყალს უკეთესად შეღწევაში ეხმარება და ანელებს აორთქლების პროცესს, ზრდის ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცველობას. შესაბამისად, ხდება საკვები ნივთიერებების კვლავ წარმოება და ნიადაგში ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება, რაც მნიშვნელოვანია ტენიანობის შენარჩუნებისთვის.

2021-ში უკვე ორი წელია, რაც ევროკავშირი და FAO ENPARD III პროექტის ფარგლებში საქართველოში საკონსერვაციო სოფლის მეურნეობის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას ახორციელებს. 2019 წლიდან, ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდებში 1,300-ზე მეტი ფერმერი გადამზადდა; საქართველოში 80-ზე მეტი სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო; 10 ფერმერული საველე სკოლა შეიქმნა; ფერმერებს 3.1 მილიონ დოლარამდე ღირებულების 160 გრანტი გადაეცათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up