ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შეძლეს შეთანხმებულიყვნენ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად ევროკავშირის სამიტის გამართვის თაობაზე, რადგან წინააღმდეგი იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ბლოკის წევრები, რომლებიც შეშფოთებული არიან რუსეთის აგრესიით.
25 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც წერია, რომ „შეისწავლიან რუსეთთან დიალოგის ფორმატებს“, მაგრამ არ ახსენებენ პუტინთან უმაღლეს დონეზე შეხვედრის შესაძლებლობას.
მათ განაცხადეს, რომ ბლოკი ღიაა რუსეთთან შერჩევითი ურთიერთქმედებით იმ სფეროებში, რომლებიც „წარმოადგენს ევროკავშირის ინტერესს“ - კლიმატი და ბუნების დაცვა, ჯანდაცვა, ირანთან ბირთვული შეთანხმება, სირია და ლიბია.
საფრანგეთი და გერმანია გამოვიდნენ წინადადებით, გამართულიყო ევროკავშირის, 2014 წლის შემდეგ პირველი, სამიტი რუსეთთან მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ერთმანეთს შეხვდნენ ჟენევაში 16 ივნისს, მაგრამ წააწყდნენ დიდი წინააღმდეგობას განსაკუთრებით ბალტიის სახელმწიფოების, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთისგან, ასევე პოლონეთისა და რუმინეთისგან..
რუსეთის ბუნებრივი აირით ევროპის მთავარი მომმარაგებელია და თამაშობს საკვანძო როლს საკითხებში, რომლებიც ევროპის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება, სხვათა შორის ირანის ბირთვულ შეთანხმებაში, ასევე სირიასა და ლიბიაში.
მაგრამ ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობაა უკრაინასა და ბელარუსთან დაკავშირებით და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს ადანაშაულებენ არჩევნებში ჩარევაში, დეზინფორმაციის გავრცელებასა და ევროპის უშიშროებისთვის და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნაში.
ევროკავშირის და რუსეთის სამიტები შეწყდა მას მერე, რაც მოსკოვმა ყირიმის ანექსია მოაწყო 2014 წელს და დასავლეთმა სანქციები დაუწესა მას.
კონფლიქტი გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედებენ სეპარატისტული ძალები. რუსეთმა განგაში გამოიწვია გასულ გაზაფხულზე, როცა ჯარებს მოუყარა თავი უკრაინასთან საზღვარსა და ყირიმში.